ფინანსთა სამინისტრომ 40 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

დღეს, 10 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 40.7 მილიონი ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.9 პროცენტით, მაქსიმალური 14.1 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი განაკვეთი 13.9 პროცენტით განისაზღვრა.

იანვრის ვაჭრობასთან შედარებით 2 წლიანი ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.1% პუნქტით გაიზარდა, გასული წლის თებერვალთან შედარებით კი განაკვეთი 2-ჯერ არის გაზრდილი.

გრაფიკი - სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები

წინა სტატია

განახლებული სურნელი
10 February, 2016

შემდეგი სტატია

ჟოზე მოურინიო Jaguar-ის რეკლამაში
11 February, 2016
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker