1 დოლარი 2.34 ლარი ღირს

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით დღეს ლარი დოლარის მიმართ 5 თეთრით გაუფასურდა და 1 დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.34 ლარია. 1 ევრო კი 2.59 ლარი ღირს. დღის განმავლობაში, ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე, ლარის კურსმა დოლარის მიმართ 2.39-საც კი მიაღწია. თებერვლიდან ივნისის დასაწყისამდე ლარი დოლარის მიმართ მყარდებოდა, მაგრამ 11 ივნისიდან გაუფასურება დაიწყო და ბოლო 16 დღეში 22 თეთრით გაუფასურდა.

ფორბსთან საუბარში ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე აცხადებს: „თებერვლიდან დაწყებული ლარის გამყარება მნიშვნელოვანწილად ზედმეტი ოპტიმისტური მოლოდინებით იყო განპირობებული. საგარეო ფაქტორებში, მაგალითად, ტურიზმში, ექსპორტში არის გაუმჯობესება, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომ ასეთი სწრაფი გამყარება გამოეწვია. ზოგადად, მოკლევადიან პერიოდში, კურსზე მოლოდინებს უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებს. ივნისის დასაწყისში ოპტიმისტურმა მოლოდინმა თავისი როლი ამოწურა და კურსი უბრუნდება იმ წონასწორობას, რაც ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. არის ერთჯერადი უარყოფითი ფაქტორებიც, მაგალითად, ბიუჯეტიდან დეფიციტური ხარჯვა ივნისის თვეში, ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგად დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა, საგარეო ვალის მომსახურება და ა.შ., მაგრამ მთავარი მაინც დოლარის შემომავალი და გამავალი ნაკადების მთლიანი ბალანსი და ლარის მოცულობაა. ბოლო ერთ თვეში ლარის მოცლობაც გაიზარდა. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ჩაურევლობა კი იმის მანიშნებელია, რომ ლარის გაუფასურებას უფრო მეტად ფუნდამენტური საფუძვლები აქვს, ვიდრე რაიმე ერთჯერადი მოვლენა. ასე რომ იყოს, ეროვნული ბანკი დოლარის გაყიდვით, ხანმოკლე ერთჯერადი შოკის გაბათილებას შეეცდებოდა".

 

წინა სტატია

მაისში ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხები 14.3 მილიონით გაიზარდა
27 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

საჭმლის მიტანის სერვისი
28 ივნისი, 2016
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker