KING DAVID – კონცეფცია, რომელიც ხარისხის ყველა გამოწვევას პასუხობს

KING DAVID – კონცეფცია, რომელიც ხარისხის ყველა გამოწვევას პასუხობს

თბილისში ცათამბჯენების მშენებლობის ეპოქა დაიწყო. რთულია, არ შეამჩნიო გამორჩეული და თვალში საცემი არქიტექტურის მქონე ორი კოშკი, რომლებიც თბილისის ცენტრში, კლდეზეა აღმართული. King David-ი, რომელსაც თბილისის ცათამბჯენების ორიენტირს უწოდებენ, ავსტრიული ჰოლდინგის, Rezid Holding GMBH-ის $70-მილიონიანი ინვესტიციაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ რეზიდენციებს, А კლასის ბიზნესცენტრს, სასტუმროს, 5-ვარსკვლავიან რესტორანს და სარეკრეაციო-გასართობ ზონას. 32-სართულიან კომპლექსში განთავსებულია სპა, ფიტნესცენტრი, აუზი, ღია ტერასა, ივენთ-ჰოლი – ყველაფერს, რაც 5-ვარსკვლავიან ცხოვრების წესსა და სტანდარტებს პასუხობს.

პროექტის კონცეფცია, რომელზეც ქართველმა და გერმანელმა არქიტექტორებმა ერთობლივად იმუშავეს, თბილისში ცხოვრების მსოფლიო დონის მრავალფუნქციური საცხოვრებელი და ბიზნესის ტიპის კომპლექსის მშენებლობას ემსახურება. უნიკალური ხედი, სრული კომფორტი, სასტუმროს სერვისები და ხარისხი აყალიბებს ყველა იმ ემოციურ და რაციონალურ ფაქტორს, რამაც საბოლოოდ King David-ს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებისა, ცხადია, რომ King David-ის მთავარი და უპირობო პრიორიტეტი როგორც სამშენებლო მასალების, ისე თავად სამშენებლო პროცედურების უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფაა. შენობის საძირკველი ქართველი თუ უცხოელი არქიტექტორებისა და გეოლოგების მიერ იქნა გამოკვლეული და შეფასებული.

King David-ის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი შპს “კაპიტელის” მიერ საწყისი მონაცემების საფუძველზე შესრულდა, მათ შორის ფუძეგრუნტების საანგარიშო- გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევის, სეისმური საშიშროებისა და რისკების გათვალისწინებით.

“King David-ის შენობის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს მონოლითური რკინაბეტონის ჩარჩო -დამაკავშირებელი სისტემა ხისტი კვანძებითა და შენობის ცენტრში განლაგებული სიხისტის ბირთვით. ნაგებობის სივრცითი მოდელი გაანგარიშებულია 8-ბალიან სეისმურ ზემოქმედებაზე ქარის დატვირთვის გათვალისწინებით. მშენებლობა კვალიფიციურმა სამშენებლო კომპანიამ, საავტორო ზედამხდველობის თანხლებით განახორციელა. მშენებლობის პროცესში კვალიფიციური კვლევითი ლაბორატორიის მიერ სისტემატურად ისინჯებოდა სამშენებლო მასალების: არმატურისა და ბეტონის ხარისხი. მშენებლობის დასრულების შემდეგ არსებულ მზიდ კონსტრუქციებს ჩაუტარდა ექსპერტიზა ადგილობრივი და უცხოური კომპანიების მიერ. ექსპერტიზის შედეგები დამაკმაყოფილებელია. ასე რომ, მშენებლობის ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს”, – ამბობს შპს “კაპიტელის” დირექტორი ლევან კურტანიძე.

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის შეფასებით, King David-ის კომპლექსი არა მარტო არქიტექტურული და გეოლოგიური თვალსაზრისით გამოირჩევა, არამედ ის ქალაქის იერსახესაც უფრო ორიგინალურ და ლამაზ ელფერს სძენს.

“King David-ის მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტის შერჩევის პროცესი, ჯერ კიდევ დღემდე, რჩება ერთადერთ ყველაზე გამართულ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსად, რომლის დროსაც დაცული იყო ყველა მნიშვნელოვანი პროცედურული კომპონენტი: ჟიური, ვადები, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, რომელმაც კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა და შედეგი განაპირობა; შენობა მისი ადგილმდებარეობის თვალსაზრისით უდავოდ გახდა დედაქალაქის მნიშვნელოვანი სივრცით-მოცულობითი სილუეტი. ამავდროულად მშენებლობის როგორც მდგრადობა და უსაფრთხოება, ასევე გამოყენებული მასალების ხარისხი, მრავალფუნქციურობა, შენობის საერთო ვიზუალი და შიგნიდან ხედები, მთელ კომპლექსს განსაკუთრებულობას სძენს და, შესაბამისად, სხვა ნაგებობებისაგან გამოარჩევს”, – ამბობს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე.

პირველი კონდომინიუმის ტიპის მრავალფუნქციური კომპლექსი – King David-ი თბილისში ოფიციალურად 2017 წლის ზაფხულში შევა ექსპლუატაციაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *