2017 წელს პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 173 მილიონი ლარი შევიდა

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2017 წლის საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს და ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს მოიცავს, პრივატიზაციის შედეგად 355 მილიონი ლარი შევიდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალმა 105 მილიონი ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავალმა 68 მილიონი ლარი შეადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდაან შემოსავალი ძირითადად შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან შევიდა, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტებში მიწის გაყიდვიდან.

სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან მისაღები თანხების გეგმა 107.5%-ით შესრულდა, ხოლო  2016 წელთან შედარებით პრივატიზაციიდან შემოსავალი 23 მილიონი ლარით არის შემცირებული (ნაერთ ბიუჯეტში).

ცხრილი: სახელმწიფოს შემოსავალი არაფინანსური აქტივების გაყიდვიდან (პრივატიზაციიდან)

(მილიონ ლარებში)

სახელმწიფო ბიუჯეტში

ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტი

ჯამი

სულ

105

68

173

ძირითადი აქტივების გაყიდვიდან

102.5

17.2

119.7

მათ შორის: შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან

101.4

17

118.4

მიწის გაყიდვიდან

3.1

49.6

52.7

პრივატიზაცია ბიუჯეტი სახელმწიფო ხაზინა

წინა სტატია

რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს ყველაზე მაღალი დადებითი სავაჭრო ბალანსი
22 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

President With A Humanitarian Mission
22 იანვარი, 2018
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker