რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს ყველაზე მაღალი დადებითი სავაჭრო ბალანსი

რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს ყველაზე მაღალი დადებითი სავაჭრო ბალანსი

2017 წელს საქართველოს იმპორტმა 7 979 მლნ, ხოლო ექსპორტმა 2 728 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი) უარყოფითი იყო – 5 252 მლნ დოლარით. მიუხედავად მაღალი სავაჭრო დეფიციტისა, 2017 წელს საქართველოს 44 ქვეყანასთან დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა.

საქართველოს 2017 წელს ყველაზე მაღალი დადებითი სავაჭრო ბალანსი უზბეკეთთან ჰქონდა – 57.2 მლნ დოლარი. უზბეკეთში საქართველოს ექსპორტმა 64 მლნ, ხოლო იმპორტმა 6.8 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე ერაყია 28.3 მლნ დოლარით. შემდეგ შვეიცარია და ბულგარეთი მოდის 23.4-23.3 მლნ დოლარის დადებითი სავაჭრო სალდოთი. ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა ბულგარეთთან აქვს. გასულ წელს, ბულგარეთში 179 მლნ დოლარის პროდუქცია გავიტანეთ, ხოლო 155.5 მლნ დოლარის შემოვიტანეთ.

ცხრილი: ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე მაღალი დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს

 

ქვეყანა

დადებითი ბალანსი
მლნ აშშ დოლარი

1

უზბეკეთი

57.2

2

ერაყი

28.3

3

შვეიცარია

23.4

4

ბულგარეთი

23.3

5

ყაზახეთი

21.8

6

მექსიკა

8.6

7

ყირგიზეთი

7.4

8

გიბრალტარი

6.3

9

ანგოლა

6.3

10

პერუ

3.8

წყარო: საქსტატი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.