ქართული ავიაბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშეები

2017 წელს საქართველოს აეროპორტები 4 073 959 მგზავრს მოემსახურა. ქართული ავიაბაზრის 90% უცხოურ ავიაკომპანიებს უკავიათ.

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველ ადგილზე ავიაკომპანია Turkish Airlines-ია, რომელიც წლის განმავლობაში 463 840 მგზავრს მოემსახურა და მთლიანი ბაზრის 12% დაიკავა. გასულ წელს თურქულ ავიაკომპანიას მთლიანი ბაზრის 16% ეკავა.

ბაზრის 10% უკავია Georgian Airways-ს, რომელიც გასული წლის განმავლობაში 385 894 მგზავრს მოემსახურა.

მესამე პოზიციაზე ავიაკომპანია Wizz Air-ია, რომელიც 2017 წელს 313 325 მგზავრს მოემსახურა და მთლიანი ბაზრის 8% დაიკავა.

ბაზრის 7% მოდის Ukraine International Airlines-ზე, რომელიც გასულ წელს 282 616 მგზავრს მოემსახურა.

ხუთეულში შედის Fly Dubai-იც, რომელიც წლის განმავლობაში 244 208 მგზავრს მოემსახურა და მთლიანი ბაზრის 6% დაიკავა.

ჯამში 2017 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთანაკადი 43.43 %-ით გაიზარდა. 2017 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 164 139 მგზავრს მოემსახურა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 495 668 მგზავრი იქნა გადაყვანილი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 49.31%-ით გაიზარდა და 405 173 მგზავრი შეადგინა.

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, ბაზრის 5% უკავია აეროპოლტს. ავიაკომპანია გასულ წელს 198 754 მგზავრს მოემსახურა.

ბაზრის 4% უკავია ურალის ავიახაზებს - გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 155217-ს შეადგენს.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტული წილი რეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით შემდეგია:

ავიაკომპანიები Turkish Airlines Georgian Airways ავიაბაზარი

წინა სტატია

Home Sweet Home!
23 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

2017 წელს სამრეწველო პროდუქციის წარმოება 8.7 პროცენტით გაძვირდა
23 იანვარი, 2018
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker