Euronews-ი საქართველოში შემოდის

ევროპის საერთაშორისო საინფორმაციო არხი Euronews საქართველოში შემოდის. Euronews საქართველოს დაფუძნების შესახებ დოკუმენტს არხის წარმომადგენელმა და კომპანია სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ხელი დღეს მოაწერეს.

Euronews საქართველო ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა იქნება. არხზე ქართული მედია-კონტენტის პარალელურად ევრონიუსის ევროპული რედაქციის მიერ შექმნილი კონტენტის ტრანსლირება მოხდება.

"ევრონიუსსა და სილქნეტს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, სილქნეტს შეემატება ევრონიუს საქართველო, ახალი მედია, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პრინციპებით ხელმძღვანელობს და ასოცირდება ევრონიუსის ბრენდის მაღალ ცნობადობასა და რეპუტაცასთან", — აღნიშნავენ კომპანიაში.

სილქნეტთან მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა 2018 წლის ნოემბერში ალბანეთში "ევრონიუს ალბანეთის" და გასულ კვირას დაანონსებული "ევრონიუს სერბეთის" დაფუძნება.

ჩვენ გირჩევთ

აშშ-ის საელჩო: შეშფოთებას გამოვთქვამთ ხაზარაძესთვის და ჯაფარიძესთვის ბრალის წაყენების გამო

TBC ინვესტორებს მიმართავს

აშშ-ის საელჩო: შეშფოთებას გამოვთქვამთ ხაზარაძესთვის და ჯაფარიძესთვის ბრალის წაყენების გამო

აშშ-ის საელჩო: შეშფოთებას გამოვთქვამთ ხაზარაძესთვის და ჯაფარიძესთვის ბრალის წაყენების გამო

წინა სტატია

სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ინფორმაციის გავრცელებაზე ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
25 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

ბრიტანეთის საელჩო: ვაკვირდებით TBC ბანკის დამფუძნებლების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს
25 ივლისი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker