ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 7%-მდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.9%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 7% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 7%-ით გაძვირდა.

ნოემბერში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული და ბაღჩეული - 9.3%, რძე, ყველი და კვერცხი - 2.7%, პურპროდუქტები - 1.3%, ყავა, ჩაი და კაკაო - 2.1%, თამბაქოს ნაწარმი - 3.4%, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 2.1%.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (15.4%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 13.4%-ით გაძვირდა, ტრანსპორტი 3.1%-ით. ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 3.3%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 4.4%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია

ჩვენ გირჩევთ

ფინანსური სტაბილურობის ანგარიში

7 რამ, რაც უნდა იცოდეთ ავტო სესხის აღებამდე

ფინანსური სტაბილურობის ანგარიში

ფინანსური სტაბილურობის ანგარიში

წინა სტატია

2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიები
02 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

PISA-ს მსოფლიო რეიტინგი: რატომ ბრწყინავენ ესტონელი მოსწავლეები გლობალურ ტესტებში
03 დეკემბერი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker