“ფორბსმა” ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა

“ფორბსმა” გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. გამოცემის განმარტებით, მერკელი ევროპის დეფაქტო ლიდერად რჩება და ასევე, მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ ეკონომიკას. აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი მართველობის პერიოდში გერმანიის ეკონომიკა კრიზისიდან გამოვიდა  და აღმავლობის გზას დაადგა. 

100 გავლენიანი ქალის სიას “ფორბსი” ყოველწლიურად აქვეყნებს. მსოფლიოს გავლენიანი ქალების რეიტინგში მეორე ადგილზეა ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდი, რომელიც მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობდა.

მესამე პოზიციაზეა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი. ხუთეულში ასევე შედის გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც პირველი დეკემბრიდან ევროკომისიის პრეზიდენტის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებს. მეხუთე ადგილზეა “ჯენერალ მოტორსის” გენერალური დირექტორი, მერი ბარა.

“ფორბსის” მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ასევე მოხვდნენ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე (მე-40 ადგილი), აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ივანკა ტრამპი – (42-ე ადგილი), მომღერლები რიანა (61-ე ადგილი), ბიონსე (66-ე ადგილი) და ტეილორ სვიფტი (71-ე ადგილი).

რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს 16 წლის ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, რომელიც გამოცემა “თაიმმა” “წლის ადამიანად” გამოაცხადა.

წყარო: Forbes

 

წინა სტატია

ნოემბერში საქართველოს ექსპორტი 25 პროცენტით გაიზარდა
13 December, 2019

შემდეგი სტატია

ყველაზე კომფორტული გადახდების პლატფორმა - რატომ TBC PAY?
13 December, 2019
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker