სიმეტრიულად მნიშვნელოვანი ჰარმონია შინ და გარეთ

სიმეტრიულად მნიშვნელოვანი ჰარმონია შინ და გარეთ

ოქროყანაში ადამიანის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი უბანი შენდება. დეველოპერული კომპანია “სიმეტრია“ ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც კომპლექსი მთაწმინდის პარკთან ახლოს, 20 000 კვ/მ-ის ფართობზე განთავსდება. საუბარია “სიმეტრია პარკზე“, რომელიც 39 აპარტამენტსა და 31 ინდივიდუალურ სახლს – თაუნჰაუსს აერთიანებს. ეს უბანი თბილისის გულიდან რვა წუთის სავალზე და გამორჩეულ რეკრეაციულ ზონასთან ახლოს მდებარეობს, რაც პროექტს განსაკუთრებულობას სძენს.  

slide37

აქ საავტომობილო გზები და საფეხმავლო ბილიკები ისეა მოწყობილი, რომ უბანი უკავშირდება როგორც მთაწმინდის პარკს, თბილისის ფუნიკულიორს, ასევე თბილისის ბოტანიკურ ბაღს. „სიმეტრია პარკის“ კონცეფცია „ჰარმონია შინ და გარეთ“ იდეას ეფუძნება, რაც გულისხმობს თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე მორგებულ, დახურულ საცხოვრებელ უბანს. აქ სიმეტრიულად მნიშვნელოვანია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეები: როგორც პროექტის გეგმარება და დიზაინი, ასევე ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალიზაციის იდეა. საერთო ჯამში „სიმეტრია პარკი“ ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც ადამიანს თანამედროვე საცხოვრებელ უბანში სჭირდება იდეალური გარემოსთვის. „ვეცადეთ, დაგვენახა ჩვენი ქალაქის პრობლემები, მიგვეტანა ეს საკითხები არქიტექტორებთან და მსოფლიო ქალაქების გამოცდილების გათვალისწინებით, გვეპოვა პრობლემების გადაჭრის გზა. ეს არ არის სააგარეკე ტიპის დასახლება. ეს არის ქალაქის ტიპის დასახლება, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ის სოციუმი, რაც იქ ჩამოყალიბდება და ის სერვისები, რასაც უბანი შესთავაზებს მცხოვრებელს“, – ამბობს “სიმეტრიის“ აღმასრულებელი დირექტორი ტარიელ გაბუნია. კომპანიის მიერ “სიმეტრია პარკის“ პროექტის განხორციელებისთვის 40 მლნ ლარის ინვესტიცია იგეგმება. ამჟამად ოქროყანაში საცხოვრებელი უბნის მშენებლობის პირველი ეტაპი თითქმის დასრულებულია. მალე მეორე ეტაპი დაიწყება, ხოლო საბოლოოდ პროექტზე მუშაობა 2021 წლისთვის დასრულდება.

სიმეტრია პარკის“ მობინადრეებისთვის გათვალისწინებულია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა და სერვისები, რომლებიც საცხოვრებლად თუ დასასვენებლად უსაფრთხო და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. მათ შორის: სპორტული დარბაზი, სპა, პირადი მებაღის სერვისი, მრავალფუნქციური საბავშვო მოედანი, სკვერი, ველობილიკი, საფეხმავლო ბილიკები, საერთო სამუშაო, რეკრეაციული თუ კომერციული სივრცეები. უბანი მთლიანად ადაპტირებული იქნება ყველა ასაკისა და მოთხოვნების მქონე ადამიანებზე. “პროექტირების დროს ჩვენ, პირველ რიგში, ვფიქრობდით ადამიანზე – თუ რა საჭიროებები აქვს დღეს თანამედროვე ადამიანს, რაც მთელი დღის განმავლობაში დატვირთული, სტრესული ცხოვრების რიტმს გულისხმობს. ამ სტრესისგან განტვირთვის საშუალება კი სწორედ ის სახლია, სადაც გექნება ისეთი გარემო, რომელიც მოგცემს საშუალებას, მეორე დღისთვის ენერგია აღიდგინო და ახალი დღე პოზიტიურად დაიწყო“, – განმარტავს ტარიელ გაბუნია. მცხოვრებლებს “სიმეტრია პარკში“ დახვდებათ 24-საათიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ვიდეოდაკვირვების სისტემა, საერთო მოხმარების სივრცეების დასუფთავების სერვისი და კონსიერჟი. ამასთან მნიშვნელოვანია ის სტანდარტები, რაც „სიმეტრია პარკში“ იქნება გათვალისწინებული. ყველაფერი ერთ პროექტშია თავმოყრილი, რაც კი 21-ე საუკუნეში აუცილებელია კომფორტული გარემოს შესაქმნელად, მათ შორის – ენერგოეფექტური გადაწყვეტები. 

slide36

“მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მზის ენერგიის ელემენტებსაც ვიყენებთ. ეს, ეკონომიურობის გარდა, ღირებულებითი ფაქტორიცაა: ჩვენ ვუფრთხილდებით ბუნებას და გადავდივართ ისეთ ენერგოსაშუალებებზე, რომლებიც ნაკლები ზიანის მომტანია გარემოსთვის“, – ამბობს „სიმეტრიის“ აღმასრულებელი დირექტორი.

“სიმეტრია პარკის“ მთავარი უპირატესობაა ის, რომ ყველა დეტალზე ნაფიქრია და არის დაბალანსებული გარემო ცხოვრებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ „სიმეტრია პარკი“ პირველ რიგში არის იდეა, ცხოვრების წესი. პროექტის მუშაობას საფუძვლად კვლევა და გარემოს სწორი ანალიზი უდევს. გამწვანების პროექტზე მუშაობისას კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გაითვალისწინა, მათ შორის ანტიალერგიული მცენარეების დარგვის აუცილებლობაც, რათა ადამიანები მცენარეებთან სიახლოვისას უკეთ გრძნობდნენ თავს.

პროექტის შემქმნელებმა ხეების ეზოებში გადანაწილებაზეც კი იფიქრეს, რათა მცხოვრებლებისთვის მაქსიმალურად მყუდრო გარემო უზრუნველეყოთ. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, აქ წელიწადის ოთხივე დრო ლამაზი იქნება, თუმცა გამწვანება ისეა დაპროექტებული, რომ რაც შეიძლება მალე მოვიდეს მობინადრეების ფანჯრებში გაზაფხული და რაც შეიძლება ფერადი იყოს ზაფხული. მსგავსი ჰარმონიული გარემოს შექმნისთვის არაერთმა პროფესიონალმა გულდასმით იმუშავა. არქიტექტურაზე კი კომპანია DMARK-მა იზრუნა.

“სიმეტრია პარკის“ წარმატებაში ეჭვი არავის ეპარება. აქ იმდენად ზედმიწევნით არის გათვალისწინებული ადამიანების მოთხოვნები და საჭიროებები, ყველა დეტალი ისეა დამუშავებული, რომ წარმოუდგენელია, ამ ყველაფერმა ქალაქის მცხოვრებელს სტრესული ურბანული პრობლემებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა არ მისცეს. ეს პირველი პროექტი არაა, რაც „სიმეტრიამ“ წარმატებით განახორციელა. დეველოპერული კომპანიის საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ბინათმშენებლობას, სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების განვითარებას. სამივე მიმართულებით კომპანიას აქვს შემდგარი და მიმდინარე პროექტები.

კომპანია სასტუმროების რეგიონული ქსელის განვითარების პროექტს “12 სასტუმრო 12 რეგიონში“ ახორციელებს. სწორედ ამ პროექტის ნაწილს წარმოადგენს Best Western Kutaisi, რომელიც 2017 წელს გაიხსნა და იყო პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში. ასევე 4*-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბაკურიანში Four Points by Sheraton-ი, სადაც სტუმრებს 116 ნომერი დახვდებათ. სასტუმრო ფუნქციონირებას 2022 წლიდან დაიწყებს. კომპანიის რიგით მეოთხე სასტუმრო Holiday Inn Express-ი კი ძველ თბილისში განთავსდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს წლებში მათი ჩართულობით სასტუმროები ყველა ტურისტულად აქტიურ რეგიონში გაიხსნება.

slide40

“სიმეტრიის“ ერთერთი ყველაზე ამბიციური პროექტი კურორტი შოვის განვითარებაა. მათ მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის, 4-სეზონიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტის შექმნა დაიგეგმა და მათი დაკვეთით გენერალურ გეგმაზე მუშაობა ავსტრიულმა არქიტექტურულმა ბიურო FREILAND-მა უზრუნველყო. პროეტის მიხედვით 140–ნომრიან სასტუმროსთან ერთად, 30 პრემიალური კოტეჯიც უნდა აშენდეს. განვითარების ყველა ფაზის დასრულების შემდეგ კომპლექსი ერთდროულად 1,400 დამსვენებლის მიღებასა და მაღალი ხარისხით მომსახურებას შეძლებს. შეიქმნება 200ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი, რაც ზემო რაჭის რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტიმულს გააჩენს. საბოლოო ჯამში, შოვის კურორტის განვითარებამ უნდა შექმნას ახალი მიზიდებულის ცენტრი მაღალშემოსავლიანი ტურისტებისთვის. დეველოპერული კომპანია მოქალაქეების მოთხოვნების შესაბამისად მუშაობს პროექტებზე.

ბინათმშენებლობის კუთხით ლოკაციის შერჩევისას, “სიმეტრია“ ითვალისწინებს მომხმარებლების სურვილებს. იმ ადამიანებს, რომელთაც ქალაქის ცენტრში სურთ ცხოვრება, დეველოპერული კომპანია სთავაზობს შესაბამის ლოკაციებს, ხოლო მათთვის, ვინც საცხოვრებლად ჰარმონიულ და დაბალანსებულ გარემოს ეძებს, თან ისე, რომ ქალაქიდან გასვლა არ მოუწიოს, კომპანია ქმნის ალტერნატივას და ამის კარგი მაგალითი სწორედ “სიმეტრია პარკია“.

                                                                           slide39

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *