თიბისის მომხმარებლები ციფრული ბარათის მიღებას დისტანციურად, 1 წუთში შეძლებენ

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის  და ვიზას ინიციატივით,  საქართველოში პირველი ციფრული ბარათი უკვე ხელმისაწვდომია.

ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების გამოყენებით, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. უახლოეს მომავალში ბარათს ონლაინ გადახდის სერვისიც დაემატება.

ციფრული ბარათის უპირატესობებია:

  • მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
  • მომხმარებელს არ უწევს ფილიალშიბარათის შესაკვეთად მისვლა;
  • მომხმარებელი არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას;
  • ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდანგააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;
  • ბარათის დამატება მომენტალურადაა შესაძლებელია ციფრულ საფულეში;
  • ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet;
  • Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთიმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება.

ციფრული ბარათის  შეკვეთა  და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან  ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და  ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, ავტომატურად მოთხოვნისთანავე აქტიურდება, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი დამატება ციფრულ საფულეში (APPLE WALLET, TBC WALLET).

ბარათით სარგებლობა ამ ეტაპზე ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, უახლოეს მომავალში კი ის ხელმისაწვდომი იურიდიული პირებისთვისაც გახდება.

პირველი ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ჩვენ გირჩევთ

კრედო ბანკმა Triodos Investment Management-ის ფონდებისგან 14 მილიონი ლარი სუბორდინირებული სესხი მიიღო

"საქართველოს ბანკი" საერთაშორისო ინსტიტუტებისგან დამატებით $700 მლნ–მდე მოზიდვას ვარაუდობს

წინა სტატია

South Korea shows us what office life could look like after the pandemic
08 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

"სილქ როუდ ჯგუფმა“ ტელეგრაფის შენობის მოსაწყობად 15 მილიონი ევრო მოიზიდა
11 მაისი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker