საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა რეიტინგი

დადასტურებულია GRANT THORNTON-ისა და EBIT GROUP-ის მიერ.

საქართველოს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ფინანსური შედეგები ყოველწლიურად უფრო გამჭვირვალე ხდება. მცირედი გამონაკლისების გარდა უმსხვილესი მწარმოებლების უდიდესი ნაწილის 2018 წლის ფინანსური შედეგები საჯაროდ არის გამოქვეყნებული.

რეიტინგში შემავალი ღვინისა და სპირტიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებლების შემოსავლის ჯამური მოცულობა 618.5 მილიონ ლარს შეადგენს, წმინდა მოგება – 104 მილიონ ლარს, აქტივები 1.2 მილიარდი ლარია.

რეიტინგში პირველ ადგილზე ჯგუფი "კახური ტრადიციული მეღვინეობაა“, რომლის შემოსავალიც 2018 წელს 84.5 მილიონ ლარს აჭარბებდა, წმინდა მოგების მაჩვენებელი კი 24 მილიონი ლარი იყო. KTW ამასთანავე, აქტივების ზომითაც უმსხვილესია და მისი ვენახების, მარაგების თუ სხვა აქტივების ჯამური ღირებულება 164 მილიონ ლარს შეადგენს.

დარგის რეიტინგში მეორე ადგილზეა "თელიანი ველი“, რომლის შემოსავალიც 70 მილიონ ლარს აჭარბებს, მესამე ადგილზე კი, 39.9 მილიონით, სს "ბადაგონია“.

სტატია 2018 წლის ფინანსურ ანგარიშებზე დაყრდნობით არის მომზადებული, მისი მთავარი კრიტერიუმია კომპანიის მთლიანი შემოსავლის მაჩვენებელი, დამხმარე კრიტერიუმებს კი წმინდა მოგებისა და აქტივების ზომის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს.

ჩვენ გირჩევთ

კერძო კაპიტალის ბაზარი საქართველოში ვითარდება – “სინერჯი კაპიტალის“ და მისი აქციონერების როლი

უმდიდრესი აზიელი ბოლო ერთ თვეში რიგით მეოთხე მსხვილ გარიგებას აწარმოებს

კერძო კაპიტალის ბაზარი საქართველოში ვითარდება – “სინერჯი კაპიტალის“ და მისი აქციონერების როლი

კერძო კაპიტალის ბაზარი საქართველოში ვითარდება – “სინერჯი კაპიტალის“ და მისი აქციონერების როლი

წინა სტატია

Bill Gates Recommends You Read These Books This Summer If You’re Stuck At Home Or Need A Distraction
20 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

Facebook-ი მაღაზიის ფუნქციას ამატებს, სადაც ბიზნესებს პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ
20 მაისი, 2020
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker