Saudi Aramco-მ ნავთობქიმიურ კომპანია SABIC-ში 70%-იანი წილი იყიდა

Saudi Aramco-მ ნავთობქიმიურ კომპანია SABIC-ში 70%-იანი წილი იყიდა

საუდის არაბეთის ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ არაბულ ნავთობქიმიურ კომპანია Saudi Basic Industries-ში (SABIC) 70%-იანი წილი იყიდა. როგორც Reuters-ი წერს, აღნიშნული წილის შეძენა ნავთობკომპანიას $69.1 მილიარდი დაუჯდა. გარდა ამისა, Saudi Aramco-მ გადახდის ვადა 2028 წლამდე გაახანგრძლივა. ამ დრომდე კი გადახდის ბოლო ვადად 2025 წელი იყო შეთანხმებული.

სესხი ამ გარიგებისთვის სუვერენულმა ფონდმა PIF-მა უზრუნველყო. გადახდა საუდის არაბეთის ნავთობკომპანიამ 2020 წლის აგვისტოდან 2028 წლის აპრილამდე უნდა უზრუნველყოს.

Saudi Aramco არამხოლოდ საუდის არაბეთში, არამედ მსოფლიოში შემოსავლების მიხედვით ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. კომპანია ფლობს ნავთობის რეზერვებს, რაც 270 მილიარდ ბარელზე მეტს მოიცავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *