ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადის საგზური ზედიზედ მეათედ მოიპოვა

ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადის საგზური ზედიზედ მეათედ მოიპოვა

ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა, ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადის საგზური ზედიზედ მეათედ მოიპოვა. პარიზის 2024 წლის ოლიმპიადისთვის საგზური მან პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე სპორტული პისტოლეტიდან 25 მეტრის დისტანციაზე სროლაში მეოთხე პოზიციის დაკავების შემდეგ გაინაღდა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში სპორტსმენ ქალებს შორის ტურნირზე 10-ჯერ ჯერ არავის უასპარეზია. აქვე უნდა ითქვას, ოლიმპიადაზე მის გარდა არც 9-ჯერ გამოსულა სხვა სპორტსმენი ქალი.

შეგახსენებთ, ოლიმპიურ თამაშებზე ნინო სალუქვაძის დებიუტი 1988 წელს შედგა. მან პირველად სამხრეთ კორეაში, სეულში იასპარეზა და ოლიმპიური ოქროც მოიპოვა 25 მეტრ დისტანციაზე სროლაში, ამავე ოლიმპიადაზე 10 მეტრზე სროლაში კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ნინოსთვის მედლის მომტანი აღმოჩნდა 2008 წელს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გამართულ ოლიმპიური თამაშები, სადაც ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაო მოიპოვა.