ნორვეგია 2025 წელს უკრაინას $7.8 მილიარდით დაეხმარება

ნორვეგია 2025 წელს უკრაინას $7.8 მილიარდით დაეხმარება

ნორვეგიის პარლამენტის წევრები 6 მარტს შეთანხმდნენ, რომ 2025 წელს უკრაინისთვის დაგეგმილი დახმარება $4.6 მილიარდით, $7.8 მილიარდამდე გაზარდონ. ნორვეგია თავდაპირველად წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 2.1 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავდა.

„ჩვენ ვზრდით მხარდაჭერას, რადგან ამის აუცილებლობა არსებობს და ეს არის სოლიდური წვლილი ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იუნას გარ სტორემ.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა მიმართულებზე განაწილდება ნორვეგიის მიერ გამოყოფილი დამატებითი თანხები, თუმცა როგორც მოსალოდნელია, ის უკრაინის საჭიროებზე იქნება მორგებული.

ნორვეგია უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია ევროპაში. 2024 წლის დეკემბერში სტორემ განაცხადა, რომ სკანდინავიური ქვეყანა უკრაინის საზღვაო ძალების გასაძლიერებლად და შავ ზღვაში რუსული საფრთხეების შესამცირებლად 242 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, სტორემ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გასული კვირის განმავლობაში გადადგმული საკამათო ნაბიჯები გააკრიტიკა, მათ შორის უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეჩერება.