ოქტომბერში სამომხმარებლო პროდუქცია 0.3 პროცენტით გაძვირდა

ოქტომბერში სამომხმარებლო პროდუქცია 0.3 პროცენტით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.3%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 2.3% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 2.3%-ით გაძვირდა.

ოქტომბერში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (6.3%), ტრანსპორტი (0.6%), ალკოჰოლი და თამბაქო (0.6%), ჯანდაცდა (0.6%).

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სატრანსპორტო მომსახურება გაძვირდა – 6.5%-ით. 6.1%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ფასი. ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ფასები 5.7%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 7.1%-ით გაიაფდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *