საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.8%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.4% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.4%-ით გაძვირდა.
ოქტომბერში ფასების ზრდა ძირითადად ტანსაცმლის და ფეხსაცმლის და სურსათის გაძვირებამ განაპირობა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.5%-ით გაძვირდა, ხოლო სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1.6%-ით. ტანსაცმლიდან და ფეხსაცმლიდან ყველაზე მეტად ქალის (28%-ით) და მამაკაცის (23%) ზამთრის ფეხსაცმელი გაძვირდა (იხილეთ ცხრილი).
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (17.6%-ით) გაიზარდა. ტრანსპორტის ფასები 14.7%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 7.4%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 5.8%-ით გაიზარდა.
ცხრილი: ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ფასების ზრდა მიმდინარე წლის ოქტომბერში
| ტანსაცმელი და ფეხსაცმელი | ფასის ზრდა | 
| ქალის ზამთრის ფეხსაცმელი | 28% | 
| მამაკაცის ზამთრის ფეხსაცმელი | 23% | 
| გოგოს ჩექმა | 22% | 
| ქალის სვიტერი | 20% | 
| ქალის დემისეზონური ქურთუკი | 17% | 
| ქალის ზამთრის პალტო | 13% | 
| ქალის საზაფხულო ფეხსაცმელი | 11% | 
| საშინაო ფეხსაცმელი ქალის | 11% | 
| ბიჭის ნახევარჩექმა | 8% | 
| საშინაო ფეხსაცმელი ბავშვის | 8% | 
| ბავშვის სვიტერი | 7% | 
| ბავშვის ქურთუკი | 7% | 
| მამაკაცის დათბუნებული ქურთუკი | 6% | 
| მამაკაცის სვიტერი | 6% | 
| ქალის საზაფხულო კაბა | 5% | 
| საშინაო ფეხსაცმელი კაცის | 5% | 
წყარო: საქსტატი
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
 
								 
								














