მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 421 მლნ ლარით გაიზარდა და 13.9 მილიარდ ლარს მიაღწია. სახელმწიფო ვალის ზრდა საშინაო ვალის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ განაპირობა. ოქტომბერში საშინაო სახელმწიფო ვალი 93 მლნ ლარით გაიზარდა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 5 მლნ დოლარით შემცირდა, მაგრამ ლარის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 328 მლნ ლარით გაიზარდა.
31 ოქტომბრის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 10 722 მლნ ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3 140 მლნ ლარია.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 42%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.