პანდემიის მიუხედავად, „ვიონი საქართველოს“ ბაზრის წილი გაიზარდა - „ეს დიდი პასუხისმგებლობაა“

პანდემიის მიუხედავად, „ვიონი საქართველოს“ ბაზრის წილი გაიზარდა - „ეს დიდი პასუხისმგებლობაა“

2020 წელი ჩვენთვის ძალიან კარგი ტესტი იყო, – ამის შესახებ „ვიონი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა ტაბიძემ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ჟურნალისტმა ელენე კვანჭილაშვილმა მაისის გამოცემისთვის მოამზადა.

ლაშა ტაბიძე „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი „ბილაინი“) გენდირექტორად მარტში დაინიშნა. მისი თქმით, კომპანიის განვითარებისთვის სწორი მიდგომები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ის, რასაც დიდი ხნით ადრე ვამბობდით, რომ იმუშა­ვე, საიდანაც გინდა, გქონდეს თავისუფალი გრაფი­კი, მთავარია, საქმე შეასრულო – 2020 წელმა პრაქ­­ტიკულად დაგვიმტკიცა, რომ წინა წლებშიც ძალიან სწორი მიდგომა გვქონდა. დღეს ეს დიდი უპირატე­სობაა და ეს უპირატესობა მხოლოდ გაძლიერდება“, – აღნიშნავს ის ინტერვიუში.

2021 წლის თებერვლის მონაცემებით, პანდემიის მიუხედა­ვად, „ვიონი საქართველოს“ ბაზრის წილი გაზრდილია. კომპანიას 1.3 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმ­­გებლობა და პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდი სტიმულიც, რომ ჩვენ ამ ადამიანებს შევთავაზოთ ის, რაც მათ დღეს სჭირდებათ“, – ამბობს ლაშა ტაბიძე და კომპანიის ციფრულ განვითარებაზე საუბრობს.

„სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ამ კომპანიის რეალობა ის არის, რომ პანდემია სულ რომ არ მომხდარიყო, 2018 წლიდან ის ციფრულ რელსებზე უკვე იდგა. ციფრული მიმართულება ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ სიტყვები არ არის. 2016 წელს გავუშვით პირველი აპლიკაცია. შემდეგ უკვე e-commerce-ის განვითარებაზე ავიღეთ აქცენტი – მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამ ბაზარს მხოლოდ ორიოდე ათეული მომხმარებელი თუ ჰყავდა“, – აღნიშნავს „ვიონი საქართველოს“ გენდირექტორი. მისივე თქმით, დღეს კომპანიას ნახევარი მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმა­რებელი ჰყავს მხოლოდ ერთი არხის – მაგალითად, აპლიკაციის.

ცნობისთვის, „ვიონი საქართველო“ კავშირგაბმულობისა და ინტერნე­ტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფ VEON-ში შემავალი კომპანიაა.

თავად VEON-ის სათავო ოფისი ამსტერდამშია და 212 მილიონ მომხმარებელს, მსოფლიოს 9 სხვადასხვა ქვეყანაში – მათ შორის, საქართველოშიც, აწვდის ძირითად კომუნიკაცი­ებსა და ციფრულ მომსახურებას. VEON-ის აქციები NASDAQ-ისა (ნიუ-იორკი) და Euronext-ის (ამსტერდამი) საფონდო ბირჟებზეა განთავსებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.