PepsiCo-ს ფინანსური დირექტორი მომავალ წელს ფასების ზრდას აანონსებს

PepsiCo-ს ფინანსური დირექტორი მომავალ წელს ფასების ზრდას აანონსებს

PepsiCo-ს ფინანსური დირექტორი, ჰიუ ჯონსტონი, მომდევნო წლის დასაწყისში კომპანიის სურსათსა და სასმელზე ფასების ზრდას აანონსებს. აღნიშნულის მიზეზი კი წარმოების ღირებულების გაზრდაა. ჯონსტონის თანახმად, „პეპსის“ პროდუქციის ფასები ზაფხულიდან იზრდებოდა, თუმცა მომდევნო წლის დასაწყისიდან ზრდა სასურსათო პროდუქციის სეგმენტშიც მოსალოდნელია.

საინტერესოა, რომ ფასების ზრდა „პეპსის“ კონკურენტი კომპანიებისა, CocaCola-სა და Procter&Gamble-ის პროდუქციაშიც შეინიშნებოდა, რაც ასევე გაზრდილი საწარმოო ხარჯების დამსახურებაა.

ყველა სხვა სურსათისა და სასმლის მწარმოებელი კომპანიის მსგავსად, Pepsi-ც მარაგებს წარმოების დაწყებამდე ერთი თვით ადრე ყიდულობს. თუმცა წინასწარ დადებული კონტრაქტებიც არ ეხმარება კომპანიას ინფლაციისაგან თავის დაღწევაში.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რამონ ლაგუარტამ, კომპანიის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომხმარებლები ფასების ცვლილებას დღეს სხვაგვარად უყურებენ. მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ბრენდის სიძლიერესა და წარსულ ინოვაციებზე.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Pepsi-ს პროდუქციის ფასები მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით გაიზარდა. მასზე გავლენა არა მხოლოდ მარაგების ფასისა და საწარმოო ღირებულების გაზრდამ, არამედ ზოგადად შეერთებულ შტატებში არსებული ინფლაციის მაღალმა დონემ იქონია.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის შემოსავლები მესამე კვარტალში 11%-ით გაიზარდა, მისი მოგება 3%-ით შემცირდა.