ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს თავის კონკურენტ Gilead Sciences-თან გაერთიანება სურს

ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს თავის კონკურენტ Gilead Sciences-თან გაერთიანება სურს

შვედურ–ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს თავის კონკურენტ ფარმაცევტულ ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან გაერთიანება სურს. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ ეს იქნება ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მსხვილი გარიგება.

ბრიტანული კომპანია Gilead-ს გასულ თვეს დაუკავშირდა და გამოთქვა ინტერესი სავარაუდო გაერთიანებასთან დაკავშირებით. დეტალები უცნობია. ასევე როგორც ცნობილია, Gilead-მა აღნიშნული იდეა თავის მრჩევლებთან ერთად განიხილა. თუმცა, რაიმე გადაწყვეტილების შესახებ ჯერ უცნობია. ასევე კომპანიები ფორმალურ მოლაპარაკებებს ჯერჯერობით არ აწარმოებენ. 

AstraZeneca, რომლის საბაზრო ღირებულება $140 მილიარდია, დიდ ბრიტანეთში უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიას წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული კომპანია აწარმოებს სიმსივნისა და გულის დაავადებების სამკურნალო მნიშვნელოვან მედიკამენტებს. კომპანია Gilead-ის ღირებულება კი $96 მილიარდია. ამ კომპანიის მიერ წარმოებულ მედიკამენტს “რემდესივირს“ იყენებენ კორონავირუსის პაციენტებისთვის.

წყაროების ცნობით, Gilead-ს არ სურს სხვა კომპანიასთან გაერთიანება ან გაყიდვა. თუმცა, განიხილავს პარტნიორობას. თავად კომპანიის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას არ ეხმაურებიან. AstraZeneca-ში კი განაცხადეს, რომ ისინი “მითქმა-მოთქმების ან სპეკულაციების“ შესახებ კომენტარს არ გააკეთებენ.

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.