ფაშინიანი მზადაა, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს

ფაშინიანი მზადაა, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ცნოს, რაც მთიანი ყარაბაღის მონაკვეთსაც მოიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას როგორც რუსული, ისე სომხური სახელმწიფო მედიასაშუალებები ავრცელებენ.

86,600 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორიის აღიარებას ნიკოლ ფაშინიანი მხოლოდ იმ დათქმით განიხილავს, თუ ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგის ფორმატში ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს მიიღებს. ფაშინიანის განმარტებით, სანაცვლოდ აზერბაიჯანი მზადაა, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ცნოს, რომელიც 29,800 კვადრატულ კილომეტრ ფართობს მოიცავს.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით – „უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანმა შესაძლოა კვლავ განაგრძოს ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და გენოციდი“.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანული მხარის კომენტარი მედიაში ჯერჯერობით არ ვრცელდება.