ფაუჩის პანდემიის პერიოდში გაწეული ძალისხმევისთვის $1 მლნ-ის ოდენობის ჯილდო გადასცეს

ფაუჩის პანდემიის პერიოდში გაწეული ძალისხმევისთვის $1 მლნ-ის ოდენობის ჯილდო გადასცეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ „მეცნიერების მხარდაჭერისთვის“ $1 მილიონის ოდენობის პრიზი მიიღო. კერძოდ, New York Post-ის ინფორმაციით, მას ჯილდო კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გაწეული ძალისხმევისთვის გადასცეს.

  • საუბარია კერძო ებრაულ ფონდ Dan David Prize-ზე. საპრიზო ფონდში აცხადებენ, რომ ფაუჩიმ „მამაცად დაიცვა მეცნიერება არაინფორმირებული მოწინააღმდეგეების წინაშე კოვიდ-კრიზისის პერიოდში“.

ცნობისთვის, 80 წლის ფაუჩის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობის პერიოდში ამერიკის შვიდი პრეზიდენტი შეიცვალა. როგორც მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მუშაობა რთული იყო.

The Dan David Prize-ს იმ ადამიანებს აძლევენ, რომლებსაც კვლევებში, უმაღლეს განათლებაში, მეცნიერებასა და კაცობრიობის დახმარებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ფონდი ჯილდოებს წარსული, აწმყო და მომავალი წვლილისთვის გასცემს. ფაუჩის კი ჯილდო აწმყოში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს.