რა არის ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგია დღეს? Დოქტორ მაქსიმ ივანჩუკი, საკუთარი კლინიკის დამფუძნებელი და უნიკალური Face your Face 25 გაახალგაზრდავების მეთოდოლოგიის შემქმნელი, თვლის, რომ პლასტიკური ქირურგიის უპირველესი მიზანია, ტრანსფორმაცია დამახინჯების გარეშე. მის მიერ შექმნილი ტექნიკა ეფუძნება, მიზნობრივი პროცედურების საშუალებით, სახის და სხეულის ინდივიდუალური მახასიათებლების გამოყენებისა და გამოკვეთის პრინციპს.
პრაქტიკა – ოსტატობის საფუძველი
მაქსიმი ბავშვობიდან დაინტერესდა მედიცინით. საშუალო სკოლის მოსწავლეც კი, გაკვეთილების შემდეგ, საავადმყოფოებს სტუმრობდა. სადაც, ექიმებისა და რეზიდენტების მუშაობას სწავლობდა. თავისი შეუპოვრობისა და მონდომების წყალობით, 17 წლის ასაკში, ჯერ კიდევ სკოლის დამთავრებამდე, ის მონაწილეობას იღებდა ოპერაციებში. ამ გამოცდილებამ გააღვიძა მისი ოცნება, რომ გამხდარიყო ქირურგი. იმ დროს დოქტორ ივანჩუკს ჯერ კონკრეტული სპეციალობა არ ჰქონდა გადაწყვეტილი; მისი მთავარი მიზანი ხალხის დახმარება იყო.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მაქსიმი ჩაირიცხა სამედიცინო უნივერსიტეტში და განაგრძო პრაქტიკა საავადმყოფოებში. წლების განმავლობაში, მედიცინის პროფესიონალების ნამუშევრების შესწავლის შემდეგ, მან გააცნობიერა, რომ პრაქტიკა თეორიულ ცოდნასთან კომბინაციაში, ექიმს ნამდვილად კვალიფიციურ სპეციალისტად აქცევს. სანამ მისი თანატოლები ეუფლებოდნენ მეცნიერების საფუძვლებს, მან სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ კურსზე ისწავლა ნაკერების დადება და რეალურ სიტუაციებში საბაზისო პროცედურების შესრულება.
სამედიცინო უნივერსიტეტში, პირველ კურსზე სწავლისას, დოქტორ ივანჩუკი გაეცნო ესთეტიკურ ქირურგიას, რაც გარდამტეხი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. მან გააცნობიერა, თუ როგორი სიხარულის მოტანა შეუძლია ქირურგის ნამუშევარს და ხედავდა, როგორ იცვლებოდა ადამიანის ცხოვრება პროცედურის შემდეგ. მომავალი ექიმი მიხვდა, რომ ეს იყო ზუსტად ის, რისი გაგრძელებაც სურდა. მაქსიმ ივანჩუკის განათლებისა და რეზიდენტურის შემდგომი წლები, სავსე იყო მრავალი კვლევით, პლასტიკური ოპერაციების მეთოდებისა და ტექნიკის, ანატომიისა და ფიზიოლოგიის, დაბერების პროცესებისა და ადამიანის სხეულის ინდივიდუალური მახასიათებლების შესახებ.
საკუთარი კლინიკა და ინოვაციური ქირურგიული მეთოდოლოგია: ოცნებიდან რეალობამდე
ექიმ ივანჩუკს არ შეუწყვეტია პრაქტიკული უნარების განვითარება. მან დაიწყო სტაჟირება მსოფლიოში ცნობილ ქირურგებთან გერმანიიდან, აშშ-დან, ავსტრიიდან და სამხრეთ კორეიდან. მათი დახმარებით და ტექნიკის მეთოდების საფუძვლიანი შესწავლით, მაქსიმი არ ცდილობდა თავიანთი მენტორების მიბაძვას, არამედ ჩართული იყო კვლევაში. იმისათვის, რომ მსოფლიოში აღიარებული ჭეშმარიტი ოსტატი გახდე, ექიმს სჭირდება ნამდვილი ინოვაციური პროცედურების შექმნა, რომელიც არც ერთ სხვა ექიმს არ გაუკეთებია, მან ეს შეძლო. 10 წლიანი პრაქტიკის შემდეგ მაქსიმ ივანჩუკმა მოახერხა ექსკლუზიური პროცედურების კომპლექტის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მახასიათებლების სრულ ტრანსფორმაციას სახის და სხეულის დამახინჯების გარეშე.
“მზად ხარ შეაჩერო დრო და საკუთარი თავის უფრო ახალგაზრდა, უფრო კაშკაშა ვერსია გამოავლინო?” – ეს კითხვა არის დასმული ვებგვერდის მთავარ გვერდზე, რომელიც ეძღვნება ექიმ მაქსიმ ივანჩუკის ტრანსფორმაციის ექსკლუზიურ მეთოდოლოგიას, Face Your Face. „საკუთარი თავის ახალი, კაშკაშა ვერსია“ არის ის, რისი მიღწევაც ყველა პაციენტს შეუძლია ექიმთან კლინიკაში მიმართვით. ამ სიტყვებში მდგომარეობს მაქსიმის მიდგომა მისი ნამუშევრებისადმი. ის პატივს სცემს ადამიანის სხეულის ინდივიდუალურ თავისებურებებს და არ ცდილობს მათ გადაკეთებას, ზოგიერთი საყოველთაოდ მიღებული სტანდარტების მიხედვით. მისივე თქმით, პლასტიკური ქირურგის მუშაობა მიმართული უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის ისე გარდაქმნაზე, რომ მისი ინდივიდუალობა მაქსიმალურად შენარჩუნდეს.
25 პროცედურა, 25 პაციენტი, მინუს 25 წელი
Face your Face 25 კომპლექსი მოიცავს 25 ძირითად პროცედურას, მათ შორის ინოვაციურ მანიპულაციებს, რომლებსაც არ ახორციელებს მსოფლიოს არც ერთი სხვა ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი:
- „ვენერას რგოლების“ კორექცია – ღრმა ჰორიზონტალური ნაოჭები კისერზე.
- ავტორის პროცედურა ორმაგი ნიკაპის მოშორებისა და „ახალგაზრდული კუთხის“ ხაზგასმის.
- დახურული რინოპლასტიკა.
- „კლეოპატრას მზერა“.
და ეს მხოლოდ Face your Face 25 კომპლექსის პროცედურების მცირე ნაწილია, რითაც მიიღწევა გარეგნობის სრული ტრანსფორმაცია.
ექიმ ივანჩუკის პროცედურების შემდეგ დრო მართლაც უკან ბრუნდება. მისი პაციენტების გარეგნობა არ იცვლება ისე, რომ ვერ იცნოთ; სამაგიეროდ, უფრო დახვეწილი ხდება. ინდივიდები იღებენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას, რომლის დანახვასაც სარკეში ყველა ოცნებობს. Face your Face 25 კომპლექსი არ შედგება მხოლოდ ქირურგიული პროცედურებისგან, არამედ მოიცავს საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო პროცედურებს, რომლებსაც პირადად ხელმძღვანელობს ექიმი ივანჩუკი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ იმ პაციენტების ოდენობა, რომელთაც ამ მეთოდოლოგიით გაახალგაზრდავება უტარდებათ, წელიწადში 25 ადამიანს არ აღემატება.
რა არის ექიმი ივანჩუკის წარმატების საიდუმლო? ის ამტკიცებს, რომ მიზნად არასოდეს დაუსახავს სიმდიდრის მოხვეჭა, ან მსოფლიო პოპულარობა. მისი საქმის მთავარი მიზანი, მაქსიმის თქმით, ხალხის დახმარებაა. თითოეულ პაციენტთან ურთიერთობისას, ექიმი ცდილობს სრულად ჩაეფლოს დაკისრებულ ამოცანაში, რათა მისმა ნაშრომმა ადამიანს ახალი სიცოცხლე აჩუქოს, რომელიც სავსე იქნება თავდაჯერებულობით, საკუთარი სახისა და სხეულის სილამაზით ტკბობით. მისი დახმარების სურვილი და წლების განმავლობაში პლასტიკური ქირურგიაში თვითგანვითარება არის ის მიდგომა, რაც გახდა იმის გარანტი, რომ მთელი მსოფლიოდან ადამიანები მიდიან ივანჩუკის კლინიკაში და განიცდიან ნამდვილ სიხარულს “საკუთარი თავის ახალი კაშკაშა ვერსიით“.
საკონტაქტო ინფორმაცია: ვებგვერდი | Instagram | Wikitia
S