“Forbes-ის კვირასთან” ინტერვიუში კავკასიასა და მოლდოვაში “ფილიპ მორისის” გენერალური მენეჯერი, იური გორდოკი ამბობს, რომ PMI-ის ამბიციურ მიზანს, მსოფლიოში სიგარეტის უკვამლო ალტერნატივებით ჩანაცვლება წარმოადგენს. ამიტომაც, კომპანიას $7.2 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული კვლევასა და განვითარებაში.
იური გორდოკის თქმით, მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებულებები და მსოფლიოს წამყვანი რეგულატორების შეფასებები მიუთითებენ იმაზე, რომ ეს პროდუქტები უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენენ იმ მწეველებისთვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ ტრადიციული სიგარეტის ან ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას.
“ჩვენი განაცხადია, ის, რომ გვსურს სიგარეტი ჩავანაცვლოთ მეცნიერულად დადასტურებული პროდუქტებით. ეს კი თავად მწეველი ადამიანების, მათ გარშემო მყოფთა და მთელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
ამ მიზნის მიღწევასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გავდივართ, რათა ამ მასშტაბურ პროგრესს მივაღწიოთ. ჩვენი მიზანია, რომ შევამციროთ სიგარეტის მოხმარება ოთხჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნეა.
მაგრამ, ამ მიზნის მიღწევას მარტო ვერ შევძლებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს ლიდერებისა და კერძო სექტორიდან წამოსული ინიციატივის ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია დრამატულად დაჩქარდეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე თამბაქოსგან გამოწვეული ზიანის შემცირება. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს კრიტიკული როლი, რათა მომხმარებელთათვის შესაძლებელი იყოს მკაფიო და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება უკვამლო თამბაქოს პროდუქტებთან დაკავშირებით,”- ამბობს იური გორდოკი.
საქართველო 58-ე ადგილმდებარეობა იყო, სადაც “ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა” გახურებადი თამბაქოს პროდუქტი წარადგინა. „ ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, რათა საქართველოში მოგვეხდინა შემცირებული რისკის შემცველი პროდუქტების კომერციალიზაცია. ჩვენ საქართველოში უკვე 20 წელზე მეტია რაც ბიზნეს საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები ვართ და შესაბამისად, ჩვენ ვზრუნავთ საქართველოს ეკონომიკურ ვითარებაზე.”- განაცხადა გორდოკმა.