პრესტიჟული ჯილდოს, Oscars-ის, 2022 წლის ნომინანტთა სია ცნობილია

პრესტიჟული ჯილდოს, Oscars-ის, 2022 წლის ნომინანტთა სია ცნობილია

კინოინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, Oscars-ის დაჯილდოების ცერემონია ახლოვდება. კინომოყვარულები თუ კრიტიკოსები მთელი წლის განმავლობაში მოთმინებით ელოდებიან ნომინანტი ფილმების, რეჟისორებისა თუ მსახიობების წარდგენას. ოსკარების 94-ე დაჯილდოება 27 მარტს, ლოს-ანჯელესში დოლბის თეატრში გაიმართება. წელს ექსპერტები და კრიტიკოსები განსაკუთრებულ შედეგებს მოელიან.

როგორც იქნა, კოვიდპანდემიის გამო შეფერხებული ინდუსტრია მთელი სიმძლავრით ამუშავდა და წელს ერთმანეთს საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ისეთი ფილმები ეპაექრებიან, როგორიცაა „Belfast”, “Coda”, “Don’t Look up”, “Dune” თუ „The Power of the Dog” .

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში კი სტივენ სპილბერგი, პოლ ტომას ანდერსონი, ჯეინ კემპიონი, კენეტ ბრანა და რიუსუკე ჰამაგუჩი არიან წარდგენილნი.

Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ „ოსკარების“ ძირითადი ნომინაციების სიას:

საუკეთესო ფილმი
  • „ბელფასტი“
  • „სმენადაქვეითებული მშობლების შვილი“
  • „არ აიხედო“
  • „მართე ჩემი მანქანა“
  • „დიუნი“
  • „მეფე რიჩარდი“
  • „ძირტკბილას პიცა“
  • „კოშმარული ხეივანი“
  • „ძაღლის ძალა“
  • „ვესტსაიდური ამბავი“
საუკეთესო რეჟისორი
  • ჯეინ კემპიონი, „ძაღლის ძალა“
  • რიუსუკე ჰამაგუჩი, „მართე ჩემი მანქანა“
  • კენეტ ბრანა, „ბელფასტი“
  • პოლ ტომას ანდერსონი, „ძირტკბილას პიცა“
  • სტივენ სპილბერგი,  „ვესტსაიდური ამბავი“
საუკეთესო მსახიობი ქალი
  • ნიკოლ კიდმანი, „Being the Ricardos“
  • ოლივია კოულმანი, „დაკარგული ქალიშვილი“
  • კრისტენ სტიუარტი, „Spencer“
  • პენელოპა კრუზი, „პარალელური დედები“
  • ჯესიკა ჩესტეინი, „The Eyes of Tammy Faye“
საუკეთესო მსახიობი კაცი
  • ბენედიქტ კამბერბეტჩი, „ძაღლის ძალა“
  • ენდრიუ გაფრილდი, „Tick, Tick … Boom!“
  • უილ სმიტი, „მეფე რიჩარდი“
  • დენზელ ვაშინგტონი, „მაკბეტი“
  • ხავიერ ბარდემი, „Being the Ricardos“
საუკეთესო საერთაშორისო ფილმი
  • „მართე ჩემი მანქანა“
  • „გაქცევა“
  • „ყველაზე საშინელი ადამიანი სამყაროში“
  • „ღმერთის ხელი“
  • „Lunana: A Yak in the Classroom“
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
  • „Summer of Soul (Or, When The Revolution Could Not Be Televised)“
  • „გაქცევა“
  • „Attica“
  • „Writing With Fire“
  • „Ascension“
საუკეთესო ორიგინალური სცენარი
  • „ძირტკბილას პიცა“
  • „ბელფასტი“
  • „არ აიხედო“
  • „მეფე რიჩარდი“
  • „ყველაზე საშინელი ადამიანი სამყაროში“
საუკეთესო მუსიკა
  • „დიუნი“
  • „ვესტსაიდური ამბავი“
  • „სიკვდილის დრო არ არის“
  • „ძაღლის ძალა“
  • „ბელფასტი“
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *