ქართულ საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ ₾59 მილიარდს მიაღწია

ქართულ საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ ₾59 მილიარდს მიაღწია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1.06%-ით, 620.72 მილიონი ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 58.96 მილიარდ ლარს მიაღწია. ცნობისთვის, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 12.64% შეადგინა.

სებ-ის ცნობით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 988.44 მილიონი ლარით, 3.75%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 2.58% შეადგინა. თუმცა 1.15%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.51%-ით), 367.70 მილიონი ლარით შემცირდა მოთხოვნამდე დეპოზიტები.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი იანვრის ბოლოსთვის 46.63%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.60%-ით არის შემცირებული.

აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.14% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.81%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.78%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.84%, ხოლო ევროს წილმა 18.87% შეადგინა.