ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები

ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ქართული პორდუქციის ექსპორტმა 1 285 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე 28%-ით მეტია.

ექსპორტში პირველი ადგილი რუსეთს უჭირავს. იანვარ-მაისში 171 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ზრდამ კი 13% შეადგინა. თუმცა, საქართველოს ექსპორტში რუსეთის წილი 15.1%-დან 13.3%-მდე შემცირდა, რადგან წელს სწრაფად იზრდება ექსპორტი აზერბაიჯანის მიმართულებით და შესაბამისად, ექსპორტში აზერბაიჯანის წილი 6.3%-დან 12.7%-მდე გაიზარდა. ექსპორტის ასეთი ზრდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის გახუთმაგებამ განაპირობა, ჯამში 2 786 ცალი ავტომობილი გაიყიდა.

რუსეთში გატანილი პროდუქციის 72% ფეროშენადნობებზე, ღვინოზე და სპირტიან სასმელებზე მოდის.

მესამე ადგილს თურქეთი იკავებს 136 მლნ დოლარის ექსპორტით, ხოლო მეოთხეზე სომხეთია 97 მლნ დოლარით. შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ბულგარეთი მოდის 96.7 მლნ დოლარით.

მნიშვნელოვანია აშშ-ს მიმართულებით ექსპორტის ზრდის ტემპი. იანვარ-მაისში აღნიშნული მიმართულებით ექსპორტი 60%-ით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *