ყავის მწარმოებელი Jacobs-ის შემოსავლები საქართველოში

ყავის მწარმოებელი Jacobs-ის შემოსავლები საქართველოში

Jacobs Douwe Egberts-ი ჰოლანდიური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ხსნადი ყავის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. მისი ბრენდებია თავად Jacobs-ი, ასევე ყავა Douwe Egberts-ი, L’OR, Carte Noire, Cafe Pele და სხვა ბრენდები. 2018 წლის განმავლობაში გლობალურად კომპანიის შემოსავლმა €5.9 მილიარდი ევრო შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოს, Jacobs Douwe Egberts-ის ქართული შვილობილის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში Jacobs-ის შემოსავალი 26,424,126 ლარი იყო, რაც გლობალური გაყიდვების 0.15%-ია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წლის განმავლობაში Jacobs Douwe Egberts-ის წმინდა მოგებამ 7,353,223 ლარი შეადგინა.

“Jacobs Douwe Egberts International B.V. კომპანიის კაპიტალის 100%-ს ფლობს. 2017 წლის 12 ივნისს კომპანიამ შეიცვალა სახელი შპს “იაკობზ საქართველო”-დან და ფუნქციონირებას აგრძელებს შპს “იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველო”-ს სახელით. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა JDE-ის ბრენდების იმპორტი და ადგილობრივი დისტრიბუციაა. კომპანია პასუხისმგებელია ადგილობრივ გაყიდვებზე და მარკეტინგულ საქმიანობაზე”, – ნათქვამია კომპანიის აუდიტორულ ანგარიშში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყავის ბაზარი წარმოდგენილია მრავალი მწარმოებლით და ბრენდით. მოთამაშეები არიან როგორც ადგილობრივი მწარმოებლები, ასევე საერთაშორისო კომპანიები. აუდიტორული ანგარიშის თანახმად, საბითუმო ბაზარი წარმოდგენილია 3 ძირითად ქვეკატეგორიად: ხსნადი ყავა, დაფქული ყავა და ყავის მიქსები. Jacobs-ი კი საქართველოში ყიდის სამივე ქვეკატეგორიის პროდუქციას. 

წყარო: bm.ge