ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების 2020 წლის Forbes-ის რეიტინგი ცნობილია

ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების 2020 წლის Forbes-ის რეიტინგი ცნობილია

როდესაც ღირებულ ბრენდებზე ვსაუბრობთ, რთულია თავი ავარიდოთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ ბრენდებს. Forbes-ის 2020 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში, პირველ ადგილებს სწორედ ტექკომპანიები იკავებენ, მათ შორის: Apple-ი, Google-ი, Microsoft-ი, Amazon-ი და Facebook-ი. აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც ისინი იყვნენ რეიტინგის სათავეში.

თუმცა, მაშინ როდესაც პირველი ოთხი კომპანიის ღირებულება იზრდება, Facebook-ის პირიქით შემცირდა. 2018 წლიდან 2019 წლამდე სოციალური ქსელის ღირებულებამ 21%-ით იკლო.

გარდა ამისა, რეიტინგში რამდენიმე ბრენდმა ადგილი შეიცვალა. ასე მაგალითად, Visa-მ 25-დან მე-18 ადგილზე გადაინაცვლა, Adidas-მა 61-დან 51-ზე, Netflix-მა კი 38-დან 26-ზე.

ყველაზე ძვირადღირებული 100 ბრენდის ამ წლის რეიტინგში არიან ახალი კომპანიებიც, მათ შორისაა: Nintendo, Hennessy, Burger King-ი და AXA. ამასთანავე, წელს ცალკეული მსხვილი ტექკომპანიების ღირებულება შემცირდა, მაგალითად, GE-ს, HP-ის და IBM-ის. სამაგიეროდ გაიზარდა Walmart-ის ღირებულება 12%-ით და $29.5 მილიარდს მიაღწია.

სერიოზული კლება განიცადეს ავტომწარმოებელმა კომპანიებმა, მაგალითად, Mercedes-Benz-მა 23-ე ადგილას გადაინაცვლა, მაშინ როდესაც გასულ წელს, მე-17-ზე იყო. BMW-მ კი 21-ედან 27-ზე.

მოლოდინია, რომ მომავალი წლის რეიტინგი სრულიად განსხვავებული იქნება მიმდინარე წლის რეიტინგისგან, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის გამო, დიდ გადაადგილებს ელოდებიან.

შეჯამებისთვის, ტოპ-100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის საერთო ღირებულება $2.54 ტრილიონია, რაც გასულ წელს $2.33 ტრილიონს შეადგენდა.

ასეულში შემავალი ქვეყნებიდან 50-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა. იაპონიიდან – 6, გერმანიიდან – 10, საფრანგეთიდან – 9, ხოლო შვეიცარიიდან – 5.

რაც შეეხება სექტორებს, რეიტინგში ჭარბობენ ტექნოლოგიური კომპანიები (20), ფინანსურ სექტორში მომუშავე კომპანიები (14), ავტოსფეროში (11) და რითეილ-გაყიდვებში (8).

ყველაზე ძვირად ღირებული ტოპ–20 კომპანიის რეიტინგი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. Apple – ღირებულება $241.2 მლრდ
  2. Google – ღირებულება $207.5 მლრდ
  3. Microsoft – ღირებულება $162.9 მლრდ
  4. Amazon – ღირებულება $135.4 მლრდ
  5. Facebook – ღირებულება $70.3 მლრდ
  6. Coca-cola – ღირებულება $64.4 მლრდ
  7. Disney – ღირებულება $63 მლრდ
  8. Samsung – ღირებულება $50.4 მლრდ
  9. Louis Vuitton – ღირებულება $47.2 მლრდ
  10. McDonald’s – ღირებულება $46.1 მლრდ
  11. Toyota – ღირებულება $41.5 მლრდ
  12. Intel – ღირებულება $39.5 მლრდ
  13. NIKE – ღირებულება $39.1 მლრდ
  14. AT&T – ღირებულება $37.3 მლრდ
  15. Cisco – ღირებულება $36 მლრდ
  16. Oracle – ღირებულება $35.7 მლრდ
  17. Verizon – ღირებულება $32.3 მლრდ
  18. Visa – ღირებულება $38 მლრდ
  19. Walmart – ღირებულება $5 მლრდ
  20. GE – ღირებულება $5 მლრდ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.