პოპის მეფე კვლავ მეფობს. Juice WRLD და კობი ბრაინტი კი სიას ზედმეტად ადრე უერთდებიან. ამერიკულმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი გარდაცვლილი ადამიანების სია გამოაქვეყნა.
Forbes-ი აღნიშნულ რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. მონაცემები მოიცავს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს. და ის ეყრდნობა MRC Data, IMDBPro, NPD BookScan-ისა და ინდუსტრიის ლიდერთა ინტერვიუებს.
გთავაზობთ რეიტინგს:
1 | მაიკლ ჯექსონი
$48 მილიონი
გარდაიცვალა: 25 ივნისს, 2009 (50)
მიზეზი: ზედოზირება/ჰომოციდი
2019 წლის დოკუმენტურმა ფილმმა „ნევერლენდის დატოვებამ,“ პოპის მეფეს ტახტი მაინც ვერ დააკარგვინა. ჯექსონის Mijac Music-ის კატალოგი, მუსიკოსის შემოსავალთა 70%-ს მოიცავს.
2 | დოქტორი სუსი
$33 მილიონი
გარდაიცვალა: 24 სექტემბერს, 1991 (87)
მიზეზი: კიბო
წიგნის გაყიდვები მწერლის მთავარ შემოსავლად რჩება.
3 | ჩარლზ შულცი
$32.5 მილიონი
გარდაიცვალა: 12 თებერვალს, 2000 (77)
მიზეზი: კიბო
შულცის ქონების განმკარგველებმა, გასულ ფისკალურ წელს, $110 მილიონიანი მოგების მიღება შეძლეს. ამ ყოველივეს ნაწილი კი, Apple TV+-სთან გარიგებამ გამოიწვია.
4 | არნოლდ პალმერი
$25 მილიონი
გარდაიცვალა: 25 სექტემბერს, 2016 (87)
მიზეზი: გულის დაავადება
პანდემიამ გოლფის სეზონი შეამცირა, თუმცა Arnie’s Army სვლას არ ანელებს. The King-ის მრავალი გარიგება, პალმერს სიკვდილის შემდგომაც ამდიდრებს.
5 | ელვის პრესლი
$23 მილიონი
გარდაიცვალა: 16 აგვისტოს, 1977 (42)
მიზეზი: გულის შეტევა
ეპიდემიამ ელვისის იმპერია შეარყია. პრესლის მუზეუმი ელვისს $10 მილიონიან ყოველწლიურ შემოსავალს უნაღდებს.
6 | კობი ბრაიანტი
$20 მილიონი
გარდაიცვალა: 26 იანვარს, 2020 (41)
მიზეზი: შვეულმფრენის კატასტროფა
იანვარში გარდაცვალების შემდგომ, Nike-მა კობი ბრაინტის აქსესუარები სრულიად გაყიდა. ფანებმა, აგრეთვე, შეიძინეს კალათბურთელის ავტობიოგრაფია.
7 | Juice WRLD
$15 მილიონი
გარდაიცვალა: 8 დეკემბერს, 2019 (21)
მიზეზი: ზედოზირება
რეპერმა ჯარად ჰიგინსმა, ფსევდონიმით Juice WRLD, გარდაცვალების შემდგომ პოპულარობა მოიხვეჭა. მისმა მესამე და ბოლო ალბომი, “Legends Never Die“ განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა.
8 | ბობ მარლი
$14 მილიონი
გარდაიცვალა: 11 მაისს, 1981 (36)
მიზეზი: კიბო
ბობ მარლის პოპულარობა არც წელს გამქრალა. House of Marley-მ, მის სახელზე შექმნილი ყურსასმენების და სხვა აქსესუარების კომპანიამ – გარდაცვლილ მუსიკოსს $3 მილიონი აშოვნინა.
9 | ჯონ ლენონი
$13 მილიონი
გარდაიცვალა: 8 დეჯემბერს, 1980 (40)
მიზეზი: მკვლელობა
ჯონ ლენონის მკვლელობიდან ორმოცი წლის შემდეგ, Beatles-ის მუსიკა კვლავ მოდაშია. ლენონი ფილმებსა თუ შოუებში გამოყენებული სიმღერებიდან ფულს კვლავ შოულობს.
10 | Prince
$10 მილიონი
გარდაიცვალა: 21 აპრილს, 2016 (57)
მიზეზი: ზედოზირება
წელს, მან 700,000 ალბომის გაყიდვა შეძლო მხოლოდ შეერთებულ შტატებში.
11 | ფრედი მერკური
$9 მილიონი
გარდაიცვალა: 24 ნოემბერს, 1991 (45)
მიზეზი: შიდსი
2018 წლის ტიტულოვანმა ფილმმა „ბოჰემიურმა რაფსოდიამ“ ფრედი მერკური სიას დაუბრუნა. მერკურის მემკვიდრეებმა ფილმის $1 მილიარდიანი შემოსავლის მცირე ნაწილის დაუფლების გარდა, შემოსავალი თავად Queens-ის მუსიკის რენესანსიდანაც მიიღეს.
12 | ჯორჯ ჰარისონი
$8.5 მილიონი
გარდაიცვალა: 29 ნოემბერს, 2001 (58)
მიზეზი: კიბო
მეტსახელად The Quiet Beatle-მა ლას ვეგასის შოუს შეჩერების მიუხედავად, Cirque du Soleil-ის შოუ „სიყვარულიდან“ შვიდნიშნულიანი მოგება ჰპოვა.
13 | მერლინ მონრო
$8 მილიონი
გარდაიცვალა: 4 აგვისტოს, 1962 (36)
მიზეზი: ზედოზირება
ფილმთა ღმერთს ყოველთვის მიაგებენ პატივს – მის სახელს 100 გლობალური ბრენდი იყენებს, მათ შორის Dolce & Gabbana, Zales და სხვა.