გერმანიის მოსახლეობა: 81,8 მლნ
გერმანიის მშპ: $3,6 ტრილიონი
გერმანელი მილიარდერების რაოდენობა ფორბსის რეიტინგში: 85
მათი ქონების მთლიანი წმინდა ღირებულება: $400,9 მლრდ
გერმანელი მილიარდერების სიმდიდრის წყარო პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა:
მემკვიდრეობით მიღებული და ზრდადი – 44%
მემკვიდრეობით მიღებული – 24%
საკუთარი ძალით – 33%
გერმანიის ყველაზე მდიდარი რეგიონია რური. დასავლეთ გერმანიის ეს მჭიდროდ დასახლებული, ძლევამოსილი ინდუსტრიული ტერიტორია ნიდერლანდებისგან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, კარგა ხანია უაღრესად დიდ როლს თამაშობს გერმანიის ეკონომიკაში. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ომის შემდგომი „ეკონომიკური საოცრების“ განხორციელების საქმეში, რომლისთვისაც მან მრეწველობის საფუძველი შექმნა.
ამჟამად გერმანიის ყველაზე მდიდარი ადამიანია 94 წლის „ალდის“ სუპერმარკეტების ქსელი მფლობელი, კარლ ალბრეხტი. მის ანგარიშზეა $25, 9 მილიარდი. ალბრეხტი ფორბსის მილიარდერთა მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილზე იმყოფება.
მას მოჰყვებიან:
2. დიტერ შვარცი – $21,1 მლრდ. საცალო ვაჭრობა (მსოფლიოში 29-ე)
3. თეო ალბრეხტი უმცროსი და ოჯახი – $19,3 მლრდ. Aldi (მსოფლიოში 36-ე)
4. მიხაელ ოტო და ოჯახი $18,4 მლრდ. საცალო ვაჭრობა, უძრავი ქონება (მსოფლიოში 42-ე)
5. სუსანე კლატენი $17,4 მლრდ. BMW, წამლები (მსოფლიოში 49-ე)