Visual Capitalist-მა, Whale Wisdom-ზე დაყრდნობით, ჰეჯ-ფონდების პორტფელებში ყველაზე პოპულარული აქციები გამოავლინა. მონაცემები 2024 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით არის შეგროვებული.
როგორც აღმოჩნდა, ჰეჯ-ფონდების პორტფელებში ყველაზე პოპულარულ აქციებს შორის ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Microsoft-ი ლიდერობს. პირველი კვარტალის მდგომარეობით, ამ კომპანიის აქციებს 874 ჰეჯ-ფონდი ფლობდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ კვარტალის განმავლობაში ჰეჯ-ფონდებმა პორტფელებში Apple-ის 26 მილიონზე მეტი აქცია დაამატეს, რაც ტოპ-ათეულში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამის საპირისპიროდ, ინვესტორებმა Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის A კლასის 68 მილიონზე მეტი აქცია და C კლასის 64 მილიონზე მეტი აქცია გაყიდეს. ჰეჯ-ფონდების პორტფელებიდან პირველ კვარტალში გასული აქციების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ Alphabet-ზე მოდის. ამის მიუხედავად, კომპანია სიის სამეულშია და ზემოხსენებულ Apple-ს ერთი პოზიციით უსწრებს.
ადგილი | კომპანია | ჰეჯ-ფონდების წილი, რომლებიც აქციებს ფლობენ |
---|---|---|
1 | Microsoft | 44% |
2 | Amazon | 42% |
3 | Alphabet Class A | 38% |
4 | Apple | 36% |
5 | Meta | 36% |
6 | Nvidia | 34% |
7 | Alphabet Class C | 32% |
8 | Visa | 31% |
9 | JPMorgan Chase & Co | 29% |
10 | Berkshire Hathaway Class B | 28% |