2018 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში 9.8%-ით გაიზარდა და 8,679,544 შეადგინა.
საერთაშორისო ვიზიტების 72.9% განმეორებით ვიზიტს წარმოადგენდა საქართველოში, ხოლო 27.1% კი პირველადს. შესაბამისად 2018 წელს საქართველოში 1,949,053 პირველადი ვიზიტი განხორციელდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს ვიზიტორებმა ტურისტულად ჯამში 7.9 მილიარდი ლარი დახარჯეს. საშუალო დანახარჯი ერთ ვიზიტზე კი 1099 ლარს შეადგენდა.
7.9 მილიარდიდან ყველაზე დიდი წილი საკვებზე და სასმელზე მოდის – 2.2 მლრდ ლარი, რაც მთლიანი მოცულობის 28.6%-ია. შემდეგ მოდის განთავსების საშუალებები, რომელზე 1.8 მლრდ ლარი დაიხარჯა – მთლიანი მოცულობის 23.4%. დანახარჯებით მესამე ადგილზეა რეკრეაცია, კულტურული და სპორტული აქტივობები – 1.4 მლრდ ლარი და მთლიანი მოცულობის 18%. მეოთხე პოზიციაზეა შოპინგი, უცხოელებმა საქართველოში ამ მიზნით მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს, რაც მთლიანი დანახარჯების 13.6%-ია. ტრანსპორტის ხარჯი 560 მილიონს შეადგენს (7.1%), ხოლო სხვა დანახარჯებზე კი 726 მილიონი ლარი მოდიოდა.
ჯამურად საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსმა ტურისტებმა დახარჯეს, თითო ვიზიტზე ყველაზე მაღალი დანახარჯი კი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს აქვთ.
რუსეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 1326 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 1,972,427,681 ლარი
თურქეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 923 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 1,086,557,567 ლარი
სომხეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 540 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 662,999,650 ლარი
აზერბაიჯანი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 385 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 657,894,675 ლარი
ისრაელი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 2047 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 376,194,931 ლარი
უკრაინა
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 1659 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 341,854,303 ლარი
ირანი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 2071 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 306,179,769 ლარი
გერმანია
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 2046 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 301,916,579 ლარი
არაბთა გაერთიანებული საემიროები
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 2719 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 230,243,753 ლარი
ყაზახეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 1956 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 156,609,571 ლარი
აშშ
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 3047 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 126,292,922 ლარი
გაერთიანებული სამეფო
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 3189 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 125,892,171 ლარი
პოლონეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 2183 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 110,614,509 ლარი
ბელარუსი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 1262 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 94,424,799 ლარი
ესპანეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 2541 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 94,140,271 ლარი