ქვეყნები, სადაც "როუმერები" მობილურ მომსახურებაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ

ქვეყნები, სადაც "როუმერები" მობილურ მომსახურებაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ

ყველაზე მეტი თანხა, 1.9 მლნ ლარი, როუმინგულ მომსახურებაზე საქართველოდან გასულმა როუმერებმა თურქეთში დახარჯეს.

მობილურმა ოპერატორებმა 2018 წელს როუმინგული მომსახურებით ჯამში 30.7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც მთლიანი მობილური საცალო შემოსავლების 6.4%-ს შეადგენს. აქედან 8.6 მლნ ლარი ქვეყნიდან გასულ როუმინგზე მოდის, დანარჩენი წილი კი შემოსულზე.

გასულ წელს საქართველოდან გასული როუმერების რაოდენობა შემცირდა. ამ მხრივ ყველაზე აქტიური წლის მესამე კვარტალია, როდესაც შემცირებამ 21% შეადგინა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ როუმინგული მომსახურების გამოყენების შემცირება სხვა ალტერნატიული საშუალებების გაჩენას უკავშირდება. ასე მაგალითად, Viber, WhatsUp, Facebook messenger.

2018 წელს III კვარტალში, ყველაზე დატვირთულ სეზონზე, მობილური აბონენტების 3%-მა გამოიყენა როუმინგ მომსახურება.

ყველაზე მეტი თანხა, 1.9 მლნ ლარი, როუმინგულ მომსახურებაზე საქართველოდან გასულმა როუმერებმა თურქეთში დახარჯეს. დანარჩენ ქვეყნებზე კი წილები შემდეგნაირად ნაწილდება:

slide39 

საქართველოში ყოფნის დროს, მობილურ მომსახურებაზე ყველაზე დიდ თანხას ხარჯავენ რუსეთიდან ჩამოსული როუმერები – 2018 წელს 2.8 მლნ ლარი დაიხარჯა. შემდეგ ადგილებს თურქეთი, იაპონია, ჩინეთი, ისრაელი, უკრაინა, შვედეთი, სომხეთი, დანია და აზერბაიჯანი იკავებენ.

slide40

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.