ინდექსაცია (ინგლისურად Indexation) არის გადასახდელი თანხის ავტომატური კორექტირება ინფლაციის ტემპის ან სხვა მაჩვენებლის მიხედვით. ინფლაციის მიხედვით ინდექსაციის მიზანია, მისაღები თანხის მსყიდველობითი უნარი არ შემცირდეს. მაგალითად, საქართველოში მოქმედებს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესი, რომლის მიხედვით პენსია იზრდება ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით. ეს წესი უზრუნველყოფს, პენსიონერს რეალური პენსია არ შეუმცირდეს (დაკორექტირდეს ინფლაციის მიხედვით), ხოლო ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, ეკონომიკის ზრდის პროპორციულად მიემატოს პენსია. ინდექსაცია ყველაზე ხშირად გამოიყენება ბიუჯეტიდან მისაღებ თანხებზე, ხელფასებსა და უძრავი ქონების ფასებზე.
სხვა სიახლეები
- მსგავსი
- ავტორის სხვა სტატიები