რა არის საბითუმო ვაჭრობა?

რა არის საბითუმო ვაჭრობა?

საბითუმო ვაჭრობა (ინგლისურად Wholesale trade) არის პროდუქციის დიდი მოცულობით ყიდვა-გაყიდვა. პროდუქციის დიდი მოცულობით შეძენა ძირითადად მწარმოებლისგან ხდება და შემდეგ ეს პროდუქცია საცალო ვაჭრობის მაღაზიებს (სადაც საბოლოო მომხმარებელი ყიდულობს) მიეწოდება. შესაძლოა, მწარმოებელი თავად აწვდიდეს საცალო მაღაზიას და საბითუმო ვაჭრობით დაკავებული შუამავალი (დისტრიბუტორი) არ ჰყავდეს.

საბითუმო ვაჭრობის დროს ფასები უფრო დაბალია, ვიდრე საცალო ვაჭრობაში. ეს არ ნიშნავს, რომ საბითუმოდ მოვაჭრეები ნაკლებ მოგებას ნახულობენ. ისინი დაბალ ფასებს  გაყიდვების მაღალი მოცულობით აბალანსებენ. ანუ ყოველ გაყიდულ ერთეულზე ცოტა მოგება რჩებათ, მაგრამ ბევრს ყიდიან და საბოლოოდ ე.წ. მასშტაბის ეფექტით იგებენ. ხშირად ასეთ ვაჭრობას „ბრუნვაზე მუშაობას“ ეძახიან, სასურველი მოგების წყარო მაღალი ბრუნვაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *