ფინანსური (საინვესტიციო) პორტფელი (ინგლისურად financial portfolio) აქტივების ერთობლიობაა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს აქციებს, ობლიგაციებს, ნაღდ ფულსა და მის ეკვივალენტებს, უძრავ ქონებას და ა.შ.
ფინანსური პორტფელი მის მფლობელს რისკების გადანაწილების საშუალებას აძლევს, რომ არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთი ან ორი სახეობის აქტივის ფასის ცვლილებაზე. რაც უფრო განსხვავებული ქცევა ახასიათებს პორტფელში შემავალ აქტივებს, მით უფრო დაცულია მისი მფლობელი დანაკარგებისგან. შესაძლოა პორტფელი მხოლოდ ერთი სახის აქტივებსაც მოიცავდეს, მაგალითად აქციებს, მაგრამ ამ დროს მიზანშეწონილია, მასში სხვადასხვა კომპანიის აქციები იყოს თავმოყრილი. რისკების შემცირებისთვის ეს კომპანიები არ უნდა იყოს ერთი სფეროდან.
რისკების შემცირების გარდა, საინვესტიციო პორტფელი მის მფლობელს ინვესტიციების მონიტორინგს და მართვას უმარტივებს.