რა არის საკრედიტო რისკი?

რა არის საკრედიტო რისკი?

საკრედიტო რისკი (ინგლისურად Credit Risk) არის გასესხებული ფულის არდაბრუნების ან სრულად არდაბრუნების რისკია. საკრედიტო რისკი არაერთი ფაქტორის ანალიზის მიხედვით დგინდება. ამ ფაქტორებს შორისაა: სესხის მოცულობა, საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა, სესხის აღების სიხშირე, ვალზე მომსახურების ისტორია და სხვა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ვალზე მომსახურების ისტორიაა, ანუ რამდენად კარგად ასრულებდა სესხის ამღები ვალდებულებებს.

რაც მეტია საკრედიტო რისკი, ფულის გამსესხებელი მეტ საპროცენტო განაკვეთს ითხოვს. დაბალი შემოსავლისთვის გარისკა არ უღირს. საკრედიტო რისკის სუბიექტი შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური პირი (ადამიანი), ისე საწარმო ან სახელმწიფო.