რა ღირებულების ქონებას ფლობენ დონ უმცროსი, ივანკა და ერიკ ტრამპები

რა ღირებულების ქონებას ფლობენ დონ უმცროსი, ივანკა და ერიკ ტრამპები

რამდენად მდიდრები არიან დონალდ ტრამპის შვილები? მამისგან განსხვავებით, ისინი არ აკეთებენ აქცენტს, თუ რა რაოდენობის ქონებას ფლობენ. 

ფორბსმა მოახერხა ჩაძიებოდა მათი ქონების ჩანაწერებს და ნათელი მოეფინა „პირველი ოჯახის“ ფინანსური მდგომარეობისთვის, სამთავრობო დეკლარაციებისა და სასამართლო დოკუმენტაციებზე დაყრდნობით. როგორც კვლევები ცხადყოფს, დონალდ ტრამპ უმცროსის და ერიკ ტრამპის ქონება 25-25 მილიონ დოლარს უტოლდება.

რაც შეეხება ივანკა ტრამპს, მისი ქონება 375 მილიონ დოლარს აღწევს, ქონების ზრდაში მას საკუთარი მოდის ხაზი და ჯარეტ კუშნერთან ქორწინებაც ეხმარება. პრეზიდენტს ჯერჯერობით მნიშვენლოვანი ქონება არ გადაუცია 26 წლის ქალიშვილი, ტიფანისთვის და 13 წლის ბარონისთვის. ასევე მნიშვნელოვანი ქონება არ უფიქსირდება პირველ ლედის, რომლის მფლობელობაშიც ტრამპ-თაუერის აპარტამენტია. პენტჰაუსის ღირებულება 1.5 მილიონი აშშ დოლარია.

კვლევებზე დაყრდნობით, Forbes-მა ვერ დაინახა იმის ნიშნები, რომ დონალდ ტრამპმა, შვილებს დიდი თანხა გადასცა.