რამდენად ფასობს საქართველოს ნაკრები?

რამდენად ფასობს საქართველოს ნაკრები?

ეროვნული ნაკრების ბოლო პერიოდის მოულოდნელმა წარმატებამ ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესი გამოაღვიძა.

ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილის დაკავება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის პერსპექტივა პირველ რიგში ციფრებში აისახა: საქართველოს ნაკრებს ამ ეტაპისთვის 1.5 მილიონი ევრო აქვს გამომუშავებული, რაც ბოლო წლების ისტორიაში სარეკორდო ნიშნულს წარმოადგენს.

პოლიტიკის პარალელურად, სპორტული ანალიტიკის სიმცირეს არ ვუჩივით, თუმცა გადავწყვიტეთ, სხვა გზა აგვერჩია და ქართველი ფეხბურთელების პროგრესი ყველაზე მნიშვნელოვან რიცხობრივ გამოხატულებაში, ფულში მიმოგვეხილა. ამ საქმისთვის კი უკვე ტრადიციულად, ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, Transfermarket.de-ს ანალიტიკური მონაცემები გამოვიყენეთ. შეგიძლიათ თავად ნახოთ, თუ რამდენად ფასობენ ქართველი ფეხბურთელები ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებებში განსაკუთრებული წვლილი გიორგი ჩაკვეტაძეს მიუძღვის, გადავწყვიტეთ, თქვენთვის უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვეწოდებინა. ბელგიის ლიგაში მოასპარაზე ტინეიჯერ ქართველზე მსოფლიოს ბევრი სპორტული გამოცემა საუბრობს, ამიტომ მისი გამორჩევისთვის, იმედია, არავინ დაგვძრახავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *