რამდენი იყო რუსეთის ბანკების წმინდა მოგება 2020 წელს?

რამდენი იყო რუსეთის ბანკების წმინდა მოგება 2020 წელს?

რუსეთის საბანკო სექტორის წმინდა მოგება დეკემბერში $2,098,800,000 იყო. მთლიანად, 2020 წლის განმავლობაში კი მათ $21,109,849,600-ის მოგება ნახეს, რაც 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია. კლებას ბუნებრივია, პანდემიის შედეგებს უკავშირებენ.

რუსეთის ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბერში რუსულ ბანკებში საოჯახო დეპოზიტები 4.9%-ით გაიზარდა, მათ შორის ითვლება ბონუსები და სოციალური შენატანები. გაიზარდა ასევე კორპორატიული სექტორის დეპოზიტებიც (4.4%). რაც შეეხება მთლიანად 2020 წელს, ჯამურად საოჯახო დეპოზიტები დაახლოებით 4%-ით, ხოლო კორპორატიული – 16%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, რუსეთს ეროვნული ბანკის მონაცემებით, რითეილ სექტორის პორტფოლიოს ზრდა დეკემბერში მცირედით დაბალი იყო წინა თვესთან შედარებით (1.2%), ხოლო წლიური მაჩვენებელი 14% იყო.

ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს, რუსულმა საკრედიტო სააგენტო ACRA-მ განაცხადა, რომ 2021 წლისთვის რუსული ბანკების წმინდა მოგება ერთობლივად $10 მილიარდით შემცირდება, რაც 2020 წლის მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარი იქნება.