რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ ქართულ პორტებს?

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ ქართულ პორტებს?

საზღვაო ტრანსპორტზე გლობალური საერთაშორისო ვაჭრობის 90% მოდის, საქართველო საზღვაო სატრანსპორტო ქსელში სულ ორი პორტით, ბათუმისა და ფოთის პორტით არის წარმოდგენილი. პორტების გარდა, ქვეყანაში ფუნქციონირებს ყულევსა და სუფსაში მდებარე ორი მსხვილი ნავთობტერმინალიც. 2021 წლის 8 თვეში ამ პორტებსა და ტერმინალებში სულ 11.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. 2020 წელს კი პორტებმა სულ 16.9 მლნ ტონა ტვირთი გაატარეს, რაც წინა წელთან შედარებით 1.7%- ით ნაკლები იყო.

საქართველოს პორტებისა და ნავთობტერმინალების უდიდეს ნაწილს 2020 წლის ფინანსური შედეგები უკვე გამოქვეყნებული აქვს. ამ კომპანიების შემოსავლები გასულ წელს 700 მილიონ ლარს აღემატებოდა. მათ შორის, როგორც გადაზიდული ტვირთების მოცულობით (7.4 მლნ ტონით), ასევე შემოსავლებით პირველ ადგილზე ფოთის პორტია, სადაც არსებული ოპერატორების მთლიანი ბრუნვა გასულ წელს 460 მილიონ ლარს აღემატებოდა. პორტის ძირითადი ოპერატორია დანიური Maersk ჯგუფის შემადგენლობაში არსებული APM Terminals-ი. მის გარდა, ფოთში ასევე სხვა სატრანსპორტო კომპანიებიც საქმიანობენ, რომლებიც მადნების, ნავთობის თუ სხვა პროდუქტების სატრანზიტო მომსახურებას ეწევიან.

ფოთის პორტი

ტვირთბრუნვის შედეგები 2020 წელს – 7.4 მილიონი ტონა, კლება 13.9%

APM TERMINALS ფოთი

2020

194.6 მილიონი ₾

PACE ჯგუფი

2020

96.7 მილიონი ₾

Caucasian Metals Terminal

2020

32.7 მილიონი ₾

ფოთის მარცვლეულის ტერმინალი

2020

103 მილიონი ₾

„ჩენელ ენერჯი ფოთი“

2020

18.5 მილიონი ₾

„სოფმარ“

2020

17.3 მილიონი ₾

ბათუმის პორტი

გადაზიდული ტვირთების მოცულობა – 3.5 მილიონი ტონა, ზრდა 9.4%

ბათუმის საზღვაო ნავსადგური

2020

50.5 მილიონი ₾

ბათუმის ნავთობტერმინალი

2020

11 მილიონი ₾

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალი

2020

35.7 მილიონი ₾

„ვიბროდიაგნოსტიკ“

2020

9.5 მილიონი ₾

ბათუმისა და ფოთის პორტებში ასევე საქმიანობს კომპანია შპს „ემეს სი ჯორჯია“, რომელიც საკონტეინერო ტვირთების საერთაშორისო ოპერატორია. მისმა შემოსავალმა 2020 წელს 99.7 მილიონი ლარი შეადგინა.

ყულევის ტერმინალი
  • ყულევის ტერმინალის გავლით 2020 წელს 1.7 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვა მოხდა, მისი წარმადობა 6%-ით გაიზარდა.
  • ყულევის ტერმინალის ოპერატორია შპს „შავი ზღვის ტერმინალი“, 2020 წელს კომპანიის შემოსავალი 55.7 მილიონი ლარი იყო. ფირმა SOCAR-ის მფლობელობაშია.
სუფსის ნავთობტერმინალი
  • სუფსის ნავთობტერმინალის მეშვეობით 2020 წელს 4.2 მილიონი ტონა ნავთობი გადაიზიდა, ტერმინალის დატვირთვა 13.5%-ით გაიზარდა;
  • ნავთობტერმინალის მფლობელია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.

საქართველოს პორტების ძირითადი ოპერატორები ენერგოკომპანიები არიან. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის, ასევე ბათუმის ნავთობტერმინალის ოპერატორია ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ყაზტრანსოილი“. ყულევის ტერმინალის ოპერატორია აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Socar-ი, სუფსის ტერმინალის ოპერატორი კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაა. მართალია, ფოთის პორტის ძირითადი ოპერატორიც ენერგოკომპანია არ არის, თუმცა პორტში არსებული ნავთობტერმინალის „ჩენელენერჯის“ ოპერატორი კომპანია Petrocas Energy International-ია.