რას გააკეთებდა ბილ გეითსი კორონავირუსთან ბრძოლისთვის, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო

რას გააკეთებდა ბილ გეითსი კორონავირუსთან ბრძოლისთვის, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო

ბილ გეითსი, რომ ყოფილიყო აშშ-ის პრეზიდენტი, ის პრიორიტეტს ქვეყანაში მოსახლეობის იზოლაციას მიანიჭებდა კორონავირუსის პანდემიის პირობებში. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა.

„ნათელი მესიჯი იქნებოდა ის, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა იზოლაციის შენარჩუნებისა. და ეს უნდა გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი. ჩინეთის შემთხვევაში ეს იყო დაახლოებით 6 კვირა, ასე რომ ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩვენი თავი ამისთვის და ეს კარგად შევასრულოთ“, – განაცხადა Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა.

მისივე თქმით, თუ იზოლაციის წესებს კარგად იცავ დაახლოებით 20 დღეში დაინახავ, რომ დაინფიცირების რაოდენობა შემცირდება.

გეითსი ასევე აღნიშნავს რომ როგორც პრეზიდენტისთვის, ეს ყველაფერი არ იქნებოდა იოლი. „ჩვენ გვჭირდება მკაფიო გზავნილი ამის შესახებ“, – განაცხადა გეითსმა.

აღსანიშნავია, რომ გეითსმა ეს კომენტარები მას შემდეგ გაააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 12 აპრილისთვის, სააღდგომოდ აპირებს ისევ გახსნას ბიზნესები.

„ამერიკა ისევ ძალიან მალე გახსნის ბიზნესებს, ძალიან მალე. იმაზე გაცილებით მალე, ვიდრე სამი და ოთხი თვეა, როგორც ამას ზოგი გვთავაზობთ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ში დაინფიცირებულთა რაოდენობა 140 000-ს სცდება. როგორც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის ცენტრში აცხადებენ, ქვეყანაში არსებული ტენდენციით დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა მზარდია. შედარებისთვის მონაცემების ე.წ მრუდი ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში უკვე დაღმასვლას განიცდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.