რატომ არ შეცვალა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი?

რატომ არ შეცვალა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი?

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღეს, 2018 წლის 1 მაისს სხდომა გამართა და რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) უცვლელად, 7.25 პროცენტის დონეზე დატოვა. 

რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება ძირითადად ინფლაციის დონეზეა დამოკიდებული. მარტში წლიური ინფლაცია 2.8%-მდე შემცირდა და ლოგიკურად მონეტარული პოლიტიკაც უნდა შემსუბუქდეს, თუმცა ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე გამოვლენილი ბოლო პერიოდის მერყეობის ფონზე, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკები გაიზარდა. შედეგად, ამ ეტაპზე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილების დაწყებას კომიტეტი ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორების საკმარისად შესუსტების შემდეგ განიხილავს.

2018 წლისთვის ეროვნულ ბანკს წლიური ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლად 3 პროცენტი აქვს განსაზღვრული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 13 ივნისს გაიმართება. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.