რაც არ უნდა დაგჭირდეთ

რაც არ უნდა დაგჭირდეთ

ალბათ ხშირად გითქვამთ, რომ დღეში 24 საათი საკმარისი არ არის ყველაფრის მოსასწრებად. ადრე ასეთი განცდა იშვიათად ეუფლებოდა ადამიანს, ახლა კი დრო აჩქარდა. დრო საკმარისი აღარ არის, ვერაფერს ვასწრებთ, უამრავი საქმით ვართ დაკავებული, იქნება ეს სამუშაო თუ საოჯახო, პირადი თუ საზოგადო.

SOLO ამ სერვისს თავისი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. პირადი ასისტენტი SOLO Club-ის წევრებისთვისაა შექმნილი და ის მათ უამრავი არასაბანკო  საკითხის მოგვარებაშიც ეხმარება. SOLO Club-ის პაკეტში არსებული სერვისი მოიცავს ფაქტობრივად ყველაფერს, რისი მოგვარებაც როგორც ყოველდღიურად, ასევე გრძელვადიანად გვიწევს და საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიასთანაა დაკავშირებული.

კონკრეტულად კი, პირადი ასისტენტი ზრუნავს SOLO Club-ის მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე 24/7, როგორიცაა: საჩუქრების შეძენა/შეკვეთა,  მოგზაურობის დაგეგმვა, სხვადასხვა სახის აქტივობების ორგანიზება, სასტუმროს დაჯავშნა, შინაური ცხოველებისთვის სხვადასხვა სერვისის უზრუნველყოფა თუ სხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ რაც არ უნდა დაგჭირდეთ, SOLO-ს პირად ასისტენტს მისი მოგვარება შეუძლია. ასეთი მაგალითი კი ბევრია. სწორედ პირად ასისტენტთა გუნდის დახმარებით, ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაში, პანდემიის დროს, მომხმარებლმა შეძლო სასურველი ავიაბილეთი შეეძინა და საქმიან შეხვედრას დასწრებოდა. მეორე მომხმარებელმა კი დაგეგმა სწავლა საზღვარგარეთ და გრანტიც მოიპოვა, ერთგულმა მეგობარმა შეძლო მეორე მეგობრისთვის ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩის ხელმოწერილი ჩოგანი შეეძინა.

პირადი ასისტენტის სერვისი SOLO-მ ერთი წლის წინ აამოქმედა. SOLO-ს პირად ასისტენტთა გუნდის მთავარი მიზანი კი ადამიანების ცხოვრების გამარტივება, მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა, რაც განსაკუთრებით აქტუალური და საჭიროა დღევანდელ ეპოქაში.