რითია გამორჩეული წარმატებული ლიდერი სხვებისგან? – ბილ გეითსის მოსაზრება

რითია გამორჩეული წარმატებული ლიდერი სხვებისგან? – ბილ გეითსის მოსაზრება

ბილ გეითსი იმ თვისებებზე საუბრობს, რაც წარმატებულ ლიდერებს სხვა ყველასგან გამოარჩევს. Microsoft–ის დამფუძნებელმა ერთხელ თქვა: “თუ მომავალ საუკუნეში გავიხედავთ, ლიდერები იქნებიან ისინი, რომლებიც სხვებს გააძლიერებენ“.

ორი სიტყვით რომ თქვათ, ნამდვილი ლიდერების თვისებაა “გააძლიერონ სხვები“.

როდესაც ვფიქრობთ თუ რა როლი შეიძლება შეასრულონ ნამდვილმა ლიდერებმა შექმნილ ვითარებაში, როდესაც ძალიან ბევრი უკვე სახლიდან მუშაობს,  რა შეიძლება გაგვახსენდეს?

გეითსის შეხედულებით, არ აქვს მნიშვნელობა ეპიდემიამდე თქვენ როგორ პირობებში იყავით – ოფისებიდან თუ სახლიდან მუშაობდით, ერთი რამ ყოველთვის რჩება იგივე: კარგი ლიდერები გავლენას ახდენენ სხვებზე და აძლიერებენ კაცობრიობას. ახლა უკვე გაძლიერება კრიზისში. 

არსებობს რამდენიმე გზა, თუ როგორ შეიძლება ადამიანები გავაძლიეროთ, როგორც ლიდერებმა შექმნილ ვითარებაში:

დააყენეთ თქვენი დასაქმებულები პირველ ადგილზე.

თითოეული ლიდერის როლი შექმნილ ვითარებაში არის ის, რომ მათ აქტიურად უპასუხონ იმ ყოველდღიურ გამოწვევებს, რასაც მათი თანამშრომლები განიცდიან. კარგი ლიდერები ემპათიას იჩენენ ადამიანების საჭიროებების მიმართ. კარგი ლიდერები ზრუნავენ თავიანთი გუნდის წევრების და მათი ოჯახების ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, ეკონომიკურ სირთულეებზე და ა.შ.

წაახალისეთ მხიარულება და მოქნილობა.

იმისათვის რომ დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების ერთიანობა შეინარჩუნონ, ბევრი ლიდერი იყენებს მაგალითად ვირტუალურ ლანჩს ან ყავის შესვენებას. ხელოვნური ინტელექტის კომპანია Augury–ის ხელმძღვანელი საარ იოსკოვიცი თავისი გუნდის ერთიანობის შესანარჩუნებლად, თანამშრომლებთან ვირტუალურ ე.წ ბედნიერების საათებს ატარებს. მაგალითად, წმინდა პატრიკის დღეს, ისინი ვირტუალურად შეიკრიბნენ და თავიანთი სახლებიდან სხვადასხვა სასმელი ერთად დალიეს.

„ბევრი ადამიანი ახლა სახლიდან მუშაობს, რომლებსაც სახლში შვილებიც ჰყავთ. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ მათ მივცეთ მეტი მოქნილობის შესაძლებლობა“, – აღნიშნა იოსკოვიცმა.

ციფრულ შესაძლებლობებში ინვესტირება.

PwC–ის ციფრული IQ–ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ციფრული ლიდერების 5% ციფრულ ინფრასტრუქტურაში მესამედით მეტის ინვესტირებას ახდენს, ვიდრე სხვები. PwC–ის მთავარი ოფიცერი დევიდ კლარკი ამბობს, რომ კომპანიები, რომლებიც ამ კუთხით ამ დრომდე არ მუშაობდნენ, მალე გამოფხიზლდებიან და მიხვდებიან, რომ საჭიროა ვირტუალური თანამშრომლობა და ციფრული ინფრასტრუქტურა.

ეძებეთ პასუხები თქვენს თანამშრომლებში.

როდესაც პრობლემის გამოსავალს ვეძებთ, ადამიანები, რომელთაც გამოსავლის შესახებ რაიმე მოაფიქრდება, შეიძლება ყველგან იყვნენ. არ ეძებოთ პასუხები მხოლოდ გარეთ ან კონსულტანტებთან, ის შეიძლება თქვენს გუნდშიც იპოვოთ. გაოცებული დარჩებით, როდესაც აღმოაჩინეთ, რომ შეიძლება საუკეთესო რესურსები ამისთვის Slack–ის ან Zoom–ის კონფერენციის მეორე მხარეს იყოს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.