საუკუნოვანი ოჯახური ტრადიციის აღდგენასა და რაჭაში უნიკალური ღვინის წარმოებაზე ფიქრი ზუკა მაისაშვილმა სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო. ასე გაჩნდა “ღვინუკას” შექმნის იდეა, რომელიც ღვინოებს დღეს უკვე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის აწარმოებს. ამასთანავე, “ღვინუკა” პირველი ბიომეღვინეობაა რაჭაში, რომელიც რეგიონში ბიო ღვინოს აწარმოებს და ვაზის უნიკალური ჯიშების პოპულარიზაციასაც ხელს უწყობს. “ღვინუკას” ისტორიას უფრო დეტალურად ბრენდის დამფუძნებელი, ზუკა მაისაშვილი, გვიყვება:
“‘ღვინუკას’ ისტორია 2018 წლიდან იწყება, როდესაც სკოლის დამთავრებისთანავე რაჭაში ყოფნისას გამიჩნდა იდეა, რომ ჩემი ოჯახის ტრადიცია აღმედგინა. ჩემს ოჯახს ღვინის წარმოებისა და დაყენების მიმართულებით ტრადიცია ჰქონდა, რომელიც სათავეს მე-19 საუკუნიდან იღებს და რომლის აღდგენაც გადავწყვიტე. ჩემს ღვინოებს დაარსების დღიდან აქვს კონკრეტული მიმართულება — შევქმნათ ბიო და მშრალი ღვინოები და რაჭული მეღვინეობა მომხმარებლებს ამ ნიშური მხრიდან დავანახოთ. 2021 წელს დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენი ბიო ვენახის სერტიფიცირება დავიწყეთ, 2024 წელს კი ვენახების სერტიფიცირება მოვახდინეთ. შედეგად, რაჭის რეგიონში გავხდით ერთ-ერთი პირველი მეღვინეობა, რომელსაც ბიო სერტიფიკატი აქვს მიღებული”, — ამბობს ზუკა მაისაშვილი.
ბიზნესის ზომისა და სპეციფიკიდან გამომდინარე, ზუკა მაისაშვილის თქმით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ინდ.მეწარმის სტატუსით გაცილებით უფრო მოსახერხებელია. ამიტომ, ბიზნესის დაწყებისთანავე ზუკა მაისაშვილმა ინდ. მეწარმის სტატუსი მიიღო, შემდეგ კი საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელიც გახდა. დიდი ხანია, რაც ინდ.მეწარმეები საქართველოს ბანკის ბიზნესინტერნეტბანკითა და ბიზნესმობილბანკით სარგებლობენ. ეს ციფრული სერვისები მომხმარებლებს სხვა უპირატესობებთან ერთად ეფექტურ მომსახურებასა და საუკეთესო საბანკო გამოცდილებს სთავაზობს.
“საქართველოს ბანკი ინდ.მეწარმეებს სხვადასხვა ტიპის და შინაარსის ტრენინგებს მუდმივად სთავაზობს. ასევე, მნიშვნელოვანია შეთავაზებები პროექტების მიმართულებით, რომლებშიც როგორც უშუალოდ ბანკი, ისე სხვა დონორი ორგანიზაციებიც არის ჩართული. რთულია, თანამედროვე გარემოში ბიზნესმა ინტერნეტ თუ მობილბანკის გარეშე ოპერირება მოახერხოს. შესაბამისად, ინტერნეტ/მობილბანკს მეც ყოველდღიურად ვიყენებ, რითაც ბიზნესის მიმდინარე ტრანზაქციებს ვახორციელებ და კომუნალურებსაც ვიხდი”, — აღნიშნა ზუკა მაისაშვილმა.
საქართველოს ბანკმა ინდ.მეწარმეებისთვის ქვეყანაში პირველი გათამაშება დაიწყო, რომლის გამარჯვებულებსაც 50 000, 30 000 და 20 000 ლარის მიღების შესაძლებლობა აქვთ. საქართველოს ბანკის მომხმარებლები, რომლებსაც მიკრო ან მცირე მეწარმის სტატუსი აქვთ, გათამაშებაში მონაწილეობას ავტომატურად იღებენ. გათამაშების ბილეთები ბიზნესინტერნეტ/მობილბანკში ტრანზაქციების შესრულებისას გროვდება. გათამაშება სამ ეტაპად ჩატარდება და 13 დეკემბრამდე გაგრძელდება. თითოეულ ეტაპზე 50, 100, 200, 500-ლარიანი პრიზები გათამაშდება, ხოლო ფინალში გამარჯვებული ინდ. მეწარმეები 50 000, 30 000 და 20 000 ლარს მოიგებენ.
“ინდ.მეწარმეების გათამაშებაში რომ გავიმარჯვო, თანხას რაჭაში ბიომეღვინეობების განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე მათ პოპულარიზაციას მოვახმარ. ჩემი გეგმაა, რომ ჩვენი წარმოების მაჩვენებლები 3-ჯერ გაიზარდოს და ავაშენოთ ღვინის ახალი საწარმო, სადაც სადეგუსტაციო სივრცის მოწყობასაც შევძლებთ. ასეთი საწარმო ტურისტების მოზიდვასა და ჩვენი ღვინის პოპულარიზებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება”, — ამბობს ზუკა მაისაშვილი.
გათამაშებაში ავტომატურად ერთვება ყველა ინდ.მეწარმე, რომელიც საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელია. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნესანგარიში მარტივად, გადმოწერეთ ბიზნესმობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნესინტერნეტბანკში. გათამაშების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქ ნახავთ. S