დრო ბიზნესის წარმატებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი ფაქტორია. პროცესების სწორად დაგეგმვა და კონტროლი ბიზნესის ეფექტიანად მუშაობის გარანტიაა. ამიტომ, ყველა დეტალის წინასწარ გაწერა და დროულად შესრულება აუცილებელია. სწორედ ბიზნესის ამ საჭიროებებს პასუხობს Bolt-ის აპლიკაციაში გააქტიურებული დაგეგმილი მგზავრობების ფუნქცია.
მნიშვნელოვან შეხვედრებსა და ფრენებზე დროულად მისვლა, თანამშრომლების გადაადგილების ორგანიზება – კომპანიებისთვის კარგად ნაცნობი ყოველდღიური გამოწვევებია. ამ საჭიროებების გათვალისწინებით, Bolt ბიზნესის წარმომადგენლებს ინოვაციურ ფუნქციას სთავაზობს, რომლის დახმარებითაც მგზავრობების დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ.
ფორსმაჟორული სიტუაციების თავიდან ასარიდებლად, შეგიძლიათ დაგეგმოთ მგზავრობა თქვენი თანამშრომლებისთვის წინასწარ, მაქსიმუმ 90 დღით ადრე.
რატომ ირჩევს ბიზნესი Bolt-ის დაგეგმილ მგზავრობებს:
- გარანტირებული მგზავრობა: რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიკის საათებში ან ნაკლებად დასახლებულ ადგილებში;
- 90 დღით ადრე დაგეგმვა: თავიდან აგარიდებთ მოულოდნელობებს და შეძლებთ თანამშრომლის მთელი თვის მგზავრობები წინასწარ დაგეგმოთ;
- ფიქსირებული ფასი: რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ზუსტად გათვალოს ხარჯები;
- შეხსენება მგზავრობის მოახლოებისას: რაც მომხმარებელს დროულად მომზადებაში ეხმარება;
- დამატებითი უფასო ლოდინის დრო: სტანდარტული 2 წუთის ნაცვლად 5-წუთიანი უფასო ლოდინის დრო;
- გაუქმება 1 საათით ადრე: რაც მგზავრს მოქნილობის საშუალებას აძლევს.
მგზავრობის დაგეგმვას ერთ წუთზე ნაკლები დრო სჭირდება:
- გახსენით Bolt-ის აპლიკაცია;
- დააჭირეთ ღილაკს “დაგეგმვა”;
- მიუთითეთ მგზავრობის დრო და თარიღი;
- შეიყვანეთ მისამართი და მონიშნეთ სასურველი კატეგორია;
- დაადასტურეთ შეკვეთა ღილაკზე დაჭერით “Bolt-ის დაჯავშნა”!
“გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია დრო ბიზნესისთვის” – აღნიშნავენ კომპანიაში. “სწორედ ამიტომ შევქმენით ეს ფუნქცია, რომელიც არა მხოლოდ კომფორტულს, არამედ მაქსიმალურად ეფექტურს ხდის მგზავრობის დაგეგმვის პროცესს. ეს კომპანიის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, სრულად კონცენტრირდნენ მნიშვნელოვან ამოცანებზე და დააპრიორიტეტონ მნიშვნელოვანი გამოწვევები ბიზნესისთვის.”
Bolt-ის დაგეგმილი მგზავრობების ფუნქცია ხელს უწყობს ბიზნესის ოპტიმიზაციას და ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას. თუ ჯერ კიდევ არ გისარგებლიათ ამ ფუნქციით, გახსენით Bolt-ის აპლიკაცია და თავად სცადეთ!