რომელ ადგილზეა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგში?

რომელ ადგილზეა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგში?

პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემა Goal.com-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ჩამონათვალში მე-13 ადგილს იკავებს და ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს როგორებიც არიან მარკუს რეშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“, ჯუდ ბელინგემი მადრიდის „რეალიდან“, ბუკაიო საკა „არსენალიდან“, ჯეკ გრილიში „მანჩესტერ სიტიდან“ და სხვები.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა Goal.com-ის რეიტინგში საუკეთესო პოზიცია, მე-6 ადგილი, მარტის თვეში დაიკავა, ტოპ-ათეულში კი არაერთხელ მოხვდა.

კვარაცხელიას 2022-2023 წლების სეზონში საკლუბო და სანაკრებო ტურნირებზე მთლიანობაში 16 გოლი და 17 საგოლე გადაცემა აქვს მოგროვებული. ხვიჩამ „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის სერია A მოიგო და სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი, რომელიც Goal.com-მა შეადგინა, ასე გამოიყურება: 

  1. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი)
  2. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი)
  3. კილიან მბაპე (პსჟ)
  4. ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი)
  5. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
  6. როდრი (მანჩესტერ სიტი)
  7. ილქაი გუნდოგანი (ბარსელონა)
  8. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
  9. ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი)
  10. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
  11. ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი)
  12. ქარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი)
  13. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
  14. ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი)
  15. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
  16. ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი)
  17. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
  18. ბუკაიო საკა (არსენალი)
  19. ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი)
  20. კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი)